• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაშია ომი და ახალი წლის დედაც ჯეკო…. იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
21:56 12-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,177

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

“როდესაც სოხუმი იბომბებოდა, და თვით გალშიც კი 400-800 კაციან ქორწილებს იხდიდნენ, სხვა ქართველებმა ფანჯარა გაჭრეს აღმოსავლეთისკენ – დუბაიში. 2008 წლის აგვისტოში თბილისი იბომბებოდა, 11 აგვისტოს სულ აგერ, შინდისში სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და… და ის, რომ უფრო აგერ სანაპიროზე, ბელიაშვილზე და ლამის ყველგან, აქ – ამავე თბილისში, რესტორნები გადავსებული იყო… დაღუპულთა ცხონებას და მშვიდობის სადღეგრძელოებს ყანწების ტრიალით ამბობდნენ გრუზინები.
ახლა უკრაინაშია ომი და ახალი წლის დედაც ჯეკო….
ამ სიტყვების რამდენი ავტორია იმ ამბების მომსწრე და მონაწილე?
განსაკუთრებით რომ პრადვინუტი პოლიტიკოსები, მედია და მედიის წარმომადგენლები აქტიურობენ, აბა მითხარით 7-8 აგვისტოს გარდა, ვინმეს გმირები გახსენდებათ, გადაცემებს უძღვნით, თაობებს ზრდით ჰეროიკით თუ ამაშიც ივანიშვილი და სააკაშვილი გიშლიდნენ და გიშლიან ხელს? იმ 17 ბიჭის გვარი რამდენმა იცის საქართველოში და თუ არ იციან, ეს მედიის ბრალია პირველ რიგში, ხვდებით?
სანაცვლოდ, ის გრუზინები რომ გყავდათ წლები და გყავთ კიდეც, ეკრანებზე წამოპლაკულები ეგაა უბედურება.
მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც სულაც არ არის შენი და იმ ბავშვისაა, ომი კი არა, ჯერ კარგი და ცუდი რომ არ იცის, შავი ლენტით მოურთავ – ეგ არ არის პოლიტიკა, მერწმუნეთ. რაც არის იმ სახელს აქ არ დავწერ.
არც ის არის საზოგადოებრივი აზრის წარმატებული ფორმირება და სამშობლოზე გულის ტკივილი, ვითომ სხვისი შვილებისთვის წინასწარ რომ დაითუთქავ გულს და ბავშვებისა თუ ბავშვის გარდაუვალ თუ მოსალოდნელ სიკვდილზე დაიწყებ საუბარს, იქ, სადაც,რომც იყოს, სიკვდილიც კი უნდა გაალამაზო.
ხალხი არაფერზე არ რეაგირებსო – ეს საახალწლო ზეიმი პროტესტია და ინდიკაციაა იმისი, რომ გაიგოთ ხალხს რა უნდა, რა სურს. ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის ბევრი სიტყვა და ნიუსი. ამ დროს აიჭრება და გადაირევა ერთ ცუდზე, ერთ სიმახინჯეზე. სულ სიმახინჯეს თუ მოუყვებით და დაანახებთ მრუდე სარკეში, რასაც ისინი თქვენზე უფრო რეალურად ხედავენ და გრძნობენ, ერთით მეტს ეტყვით თუ ერთით ნაკლებს ამაზე რეაგირება არ ექნებათ.
გენიალური ფილმია “ჯარისკაცის მამა”, გახსოვთ ახალი წლის სცენა? ჰო, ომშიც კი ახალი წელი სხვაგვარია. ომშიც კი ამ დროს ღირსეული მოწინააღმდეგეები სროლას წყვეტენ.
სარეცელს მიჯაჭვულ უგონო დედაჩემს ვეხვეწებოდი ახალი წლის წინა დღეებში – ახლა სიკვდილი არ შეიძლება დედა – ბავშვებს, მეზობლებს ნუ ჩავამწარებთ ახალ წელს მეთქი. იმანაც კი მომისმინა – გონწართმეულმა.
საქართველოში ასე იყო მუდამ, თუ მაინც ვინმე გარდაიცვლებოდა ახალი წლის დღეებში, ჭირისუფალი მოუხმობდა მეზობლებს და ეტყოდა – “ახალი წელია, სამ რიცხვში გადმოდით, მანამ არა” და სახლის კარებს დაკეტავდნენ, სიკვდილს ოთახში ამწყვდევდნენ.
ჰო და ასე, ჩვენს ბიჭებს იქ, უკრაინაში გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები, ჩვენ კი გონიერება და მინიმალურად მაინც ერთმანეთის დანდობა დაგვბედებოდეს.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში მთავარი ნაძვის ხე არ აინთოს და ქართველს ახალი წლის შემობრძანება არ უხაროდეს.
არასოდეს შეაბათ ნაძვის ხეს შავი ლენტები და როცა ხალხი ზეიმობს, სიკვდილზე არ ისაუბროთ, მერე რა თუ თქვენ არ გეზეიმებათ.
ნურასოდეს გექნებათ მცდელობა ბავშვებს წაართვათ ახალი წელი – ნუ იქნებით გრინჩები.”
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს  და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

13:30 11-23-2026
თიბისის დაუჯერებელი Black Friday
ახალი ამბები

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

13:25 11-23-2026
სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved