• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის ნომერ პირველი მტერი მართალი იყო და ჩვენი ლიდერები ცდებოდნენ” – ფრანგი ევროპარლამენტარი

ალია ავტორი - ალია
14:52 12-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი Facebook-ის გვერდზე წერს:

 

“ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო? 

მიხეილ სააკაშვილი სრულიად მართალი იყო. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი უქმნიდა მთელი ევროპის კონტინენტს და ის შეეჯახა ჩვენი მთავრობების სიბრმავეს, სიყრუეს და კომპრომისებს.

სრულიად არარეალისტური „რეალური პოლიტიკის“ მიმდევრები, რომლებიც იმ დროს მართავდნენ დასავლურ დემოკრატიებს, დათანხმდნენ საქართველოს დაშლას 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში რუსული ჯარები შეიჭრნენ. მათ უარი თქვეს თბილისიდან მომავალი განგაშის გაგონებაზე. მათ სააკაშვილს გიჟი ან შეშლილი უწოდეს, როდესაც მან განაცხადა, რომ პუტინი არ გაჩერდება კავკასიაში, რომ ის უკრაინას თავს დაესხმება და რომ მისი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ევროპულ იდეას ემუქრებოდა.

იმ დროს საქართველოში ვიყავი და მახსოვს, როგორ მარტო ვგრძნობდით თავს იქ, სოლიდარობის ოდნავი ჟესტისთვის და ოდნავი მხარდაჭერისთვისაც გვიწევდა თხოვნა. გაზის კონტრაქტების კედლისა და მიძინებული სინდისის მავთულხლართების პირისპირ.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიყოთ ასე გულუბრყვილოები და მშიშრები ამდენი ხანი. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გადავიაზრეთ. და ვითარება შეიცვალა.

მაგრამ დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს ქვეყანას, რომელმაც რუსეთში დააგროვა თავისი ქონება და არასოდეს გაუწყვეტია კავშირები.[რუსეთთან]

მიშა – ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილის ნიმუშები – მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზეა ჩამოკიდებული.

დღეს ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, როგორც დამაბალანსებელი აქტი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის – ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი[…]

ევროპარლამენტში ვაპირებთ მთელი მომდევნო კვირა მობილიზებას, რათა მიშა ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ. რათა ჩვენმა ქვეყნებმა ხვალ არ დაუშვან პრეზიდენტი სიჩუმეში მოკვდეს, პრეზიდენტი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს”

თეგები: მიხეილ სააკაშვილირაფაელ გლუკსმანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved