• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც ადამიანი აწერს ხელს კონტრაქტს, რა თქმა უნდა, აქვს ხელფასი, როგორც ნებისმიერ სხვა სამსახურში”– მამუკა მამულაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:43 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,638

უკრაინის შეაირაღებულ ძალებში შემავალი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილს, რადიო თავისუფლებასთან, ამბობს:

“აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს მოქალაქეობა დაეკარგა, იმის გამო, რომ იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი. ზუსტი იურიდიული დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეეჭვება ასეთი კანონმდებლობა არსებობდეს და გავიმეორებ, რომ შემთხვევა არ ყოფილა. თვითონ პროცესი დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართულმა ლეგიონმა“ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო მითითება და გაფრთხილება, რომ რეკრუტირების პროცესი შეაფერხონ. ახლა დავიწყეთ ზუსტად რეკრუტირების კიდევ ერთი ტალღა და სწორედ ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წამოიწყეს ეს. უბრალოდ ხელის შემშლელი ფაქტორების შექმნა უნდათ რუსეთის დაკვეთით.

ისევე, როგორც ხელფასი არ არის მოტივატორი, ასევე ვერ იქნება პასპორტის და მოქალაქეობის დაკარგვა დემოტივატორი. ადამიანი, რომელიც აქ მოდის იდეოლოგიურად განწყობილია იმისთვის, რომ შეიძლება რაღაც შეემთხვეს ან დაკარგოს სიცოცხლე. მე ძალიან ეჭვი მეპარება, ეშინოდეს პასპორტის დაკარგვის, ჩვენს რეკრუტირებაზე ეგ არ იმოქმედებს – ეს უნდა გაიგონ პირველ რიგში, იმიტომ, რომ აზროვნებენ რუსული პროტოტიპით – ადამიანს წავართმევთ პასპორტს, აღარ წავა და „ქართულ ლეგიონში“ აღარ იბრძოლებს. არ არის ეს ასე. ადამიანი, რომელსაც განზრახული აქვს, დაიცვას თავისი სამშობლო, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს, ექნება თუ არა პასპორტი. ჩვენს ბიჭებს ამაზე არ აქვთ რეაქცია, რომ პასპორტს ჩამოგვართმევენ და რაღა ვქნათ?! სისულელეა ეს.

ვინმეს უნდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება ან არ უნდა, ეს საკითხები აქ საერთოდ არ განიხილება, აქ ბრძოლაა და ყველა კონცენტრირებულია ბრძოლაზე და არა იმაზე. რომ საბუთების გაკეთება დაიწყოს. კი არის აქ ხალხი, „ქართულ ლეგიონში“ არა, მაგრამ არიან, ვისაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება უნდა და ზუსტად ეგ აქვს მიზნად. მაგრამ, „ქართულ ლეგიონში“ ასეთი ადამიანები არ ხვდებიან, ჩვენ ვართ პროფესიონალური დანაყოფი, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინის ჯარში და მგონი ყველა ქართველს უნდა ეამაყებოდეს, რომ ყველაზე დიდი ლეგიონი, რომელიც დღეს იცავს დამოუკიდებლობას და დემოკრატიას, არის ქართული.

ადამიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი ხდება. თუ აქ ჩამოსული რომელიმე ადამიანის მოტივაციაა მიიღოს ხელფასი, პირდაპირ, თავიდანვე ვეუბნებით უარს. ასეთი ადამიანები თავიდანვე ცდილობენ თანხაზე საუბარს – რამდენია ხელფასი, რა ანაზღაურება ექნებათ? ჩვენთვის ეს მიუღებელია და ათასობით ასეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უარი გვითქვამს, ასე რომ მოხვედრა “ქართულ ლეგიონში” იმიტომ, რომ კარგი ხელფასი ექნება ადამიანს, ეს გამორიცხულია. თუმცა, შეიძლება ისეთებიც იყვნენ, ვინც პატრიოტული გრძნობებითაა შეპყრობილი, მაგრამ უნდა, რომ ხელფასიც ჰქონდეს. მაგრამ ჩვენთვის ეს მიუღებელია.

როდესაც რეკრუტირება იწყება, ადამიანი გადის გასაუბრებას უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ და თუ ეს ადამიანი იდეოლოგიურად არ არის მზად, დაიცვას საქართველო, დაიცვას უკრაინის მოქალაქეები და ჩამოდის უბრალოდ იმიტომ, რომ იარაღიდან ისროლოს, ჩვენთვის ეს მიუღებელია. და ძალიან ბევრისთვის, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, გვითქვამს უარი, აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეებს ვეუბნებით უარს. მაგრამ რაც შეეხება კონტრაქტს, როდესაც ადამიანი აწერს ხელს კონტრაქტს, რა თქმა უნდა, აქვს ხელფასი, როგორც ნებისმიერ სხვა სამსახურში.

ჩვენ პირველი დანაყოფი ვიყავით, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი 2016 წელს და დღემდე ეს კონტრაქტი არსებობს და ბუნებრივია, რომ აქვთ ადამიანებს ხელფასები.

მე შემიძლია გითხრათ, რომ რეკრუტირების პროცესში, დაახლოებით 70%-ს უარს ვეუბნებით სხვადასხვა მიზეზების გამო – ეს არის არაპროფესიონალიზმი ან კონცენტრირება იმაზე, რომ ჰქონდეს ანაზღაურება, ან რადიკალური შეხედულებები, “ქართული ლეგიონისთვის” ესეც მიუღებელია. ჩვენ ვართ პროფესიონალური სამხედრო სტრუქტურა, სადაც ვიღებთ მხოლოდ პროფესიონალ სამხედრო სპეციალისტებს, ბრძოლაგამოვლილ სამხედრო სპეციალისტებს, ვინც ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. ვისაც ესმის იდეოლოგია, რაზე მიდის დღეს უკრაინაში ბრძოლა და ვინც ეთანხმება ამ ბრძოლას. შესაბამისად, აქ მოქალაქეობასაც არ აქვს მნიშვნელობა – იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ ამერიკის. ვინც აქ მოდის, ყველას ერთნაირი ხელფასი აქვს და ათასი და თუნდაც 2 ათასი დოლარის გულისთვის აქ, ეჭვი მეპარება, ვინმე ჩამოდიოდეს იმისთვის, რომ თავი მოაკვლევინოს რუსს.

აქ ხელფასი არის ბოლოხარისხოვანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ შტატებს არ ვიღებთ, მე არ ვიცი სხვა ქართველები სად ჩადიან, სად აწერენ ხელს ან აწერენ თუ არ აწერენ. მე ვლაპარაკობ კონკრეტულად „ქართულ ლეგიონზე”, რომელიც არის ყველაზე დიდი დანაყოფი უკრაინულ არმიაში. დღეს “ქართულ რეგიონში” შედის 1300 კაცი, როცა რეკრუტირების პროცესი დასრულება, მერე გვეცოდინება, რამდენ ადამიანს მივიღებთ და ადამიანებს, ვისთვისაც პრიორიტეტი ხელფასია, სჯობს, ამ რეკრუტირებაში არ მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ, რომ მათ არ მივიღებთ.

[საქართველოს] ხელისუფლებას კი მინდა ვუთხრა, რომ მე მესმის, დაკვეთაა ასეთი. სამწუხაროდ ამ დაკვეთაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ ამ დაკვეთაში მონაწილეობა, უშიშროების რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც მართლაც შესტკივათ გული „ქართულ ლეგიონზე“ და ჩვენს ბიჭებზე. მაგრამ, სამწუხროდ, ასეთი პოლიტიკაა დღეს საქართველოში და ქვეყანას მართავს “გაზპრომის” ერთი ინვესტორი – ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაა ეს გაურკვეველი პროცესი გამოწვეული.”

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: მამუკა მამულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved