• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეხებს ვერ მოსჭამენ, ბიჭები ტყვიაზე მიდიან, ღარიბაშვილ-მდინარაძის არაკაცობა ვერაფერს დააკლებს” – ბექა ბასილაია

ალია ავტორი - ალია
19:57 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,744

ადვოკატი ბექა ბასილაია:

ომში მონაწილეობის შესახებ, არაფერი დამიპოსტავს, არც ვაპირებდი, მაგრამ ქართული ოცნების უთვისებო სპიკერების მოღალატეობრივ განცხადებას – უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები მოქალაქეობას დაკარგავენო, პასუხი უნდა გაეცეს.

ფორმალური თვალსაზრისით, ,,მოქალაქეობის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მიხედვით,  საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს. თუმცა ეს ნორმა ავტომატურად ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება.

აქსიომაა, რომ სამართალი ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე მშრალი სამართლებრივი ნორმები.
დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი მოძმე ქვეყნის უკრაინის დახმარებაში.
შესაბამისად, ქართველ მოხალისეთა მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი არც უნდა წამოჭრილიყო.
უკრაინის მიწებზე საქართველოს ბედი წყდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ქართველ მოხალისეს თავდაცვის სამინისტროს ან სუსის ნებართვა არცერთი კანონით ჭირდება.

თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ აქ საქმე იურიდიულ კაზუისტიკაში არ არის.
შეტევა ქართველ მებრძოლებზე, დაქირავებულებად მათი გამოცხადება და მოქალაქეობის დაკარგვის მუქარა ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა.
ღარიბაშვილი, მდინარაძე და სხვები რუსეთის დავალებას ასრულებენ.
ქართველი მებრძოლები, ქართული დანაყოფები მნიშვნელოვან მისიებს ასრულებენ ფრონტის ხაზზე, შიშის ზარს სცემენ რუსულ პოზიციებს. საქართველოს (ვიშის) მთავრობის განცხადებები მიმართულია ჩვენების მორალური დაზიანებისკენ, მაგრამ ფეხებს ვერ მოსჭამენ. ბიჭები ტყვიაზე მიდიან, ჭურვების წვიმის ქვეშ ცხოვრობს და ღარიბაშვილ-მდინარაძის არაკაცობა ვერაფერს დააკლებს, აი მაგათ კი როგორ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, როგორ აგებენ პასუხს ღალატისთვის, ისტორია გვიჩვენებს.

პ.ს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე საქართველოს შეირაღებული ძალები ?!
ეს ხომ არ არის პარტიული საკითხი, ეს ხომ ღალატია, ღია, გაცხადებული ღალატი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან !

თეგები: ბექა ბასილაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved