• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ორმოციც არ იყო გასული, ნაძვის ხეც დავდგი და ოთახიც მოვკაზმე” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
13:42 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,712
ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ახალ წელს, ორმოციც არ იყო გასული, ამის მიუხედავად, ნაძვის ხეც დავდგი და ოთახიც მოვკაზმე და არა იმიტომ, რომ მიხაროდა, რადგან მაგ დროს სიხარულის უნარი რა იყო, ისიც კი აღარ მახსოვდა, არამედ იმიტომ, რომ შვილები მყავს და არის დრო და არის დღეები, როდესაც მათ ტკივილი არ უნდა შეეხოთ, უნდა იზეიმონ და გლოვაზე მეტად, ტკბილი ემოციები მიიღონ.
ახლა რაც ხდება, რას ჰქვია, თბილისი საახალწლოდ მოირთოო, დავამძიმოთ ესთეტიკა და შავში შევმოსოთო, ჩემთვის მართლა გაუგებარია. დარდსაც, ტკივილსაც, გლოვასაც თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ან ერთმანეთში რატომ ვურევთ ან ერთ სიბრტყეში რატომ ვაყენებთ. არ ვიცი, გაუგებარია.
ჩვენს გარდა ჩვენი შვილებიც არიან, რომლებსაც ისეც ამ ქვეყანაში იმაზე მეტი მძიმე ემოციებით უწევთ ცხოვრება, ვიდრე მათ ასაკს ვუსურვებდით, ჰოდა, ცოტა მათკენაც გავიხედოთ, ძალიან ბევრ მშობელს საახალწლო სპექტაკლებზე და ღონისძიებებზეც ვერ მიჰყავს შვილები, რადგან სასწაული ფასი აქვს ბილეთებს და ქუჩაში გავლის სიხარული მაინც დავუტოვოთ.
არაა მშვიდობა, არა, ჩვენს ქვეყანაში, მოძმე ქვეყნის ომის გარეშეც არ ყოფილა მშვიდობა ეს წლები, არც ახლაა, მაგრამ ჩვენი თავის იქითაც გავიხედოთ, ბავშვებს მეტი დადებითი განცდა მივანიჭოთ, რაღაც ელემენტარულ და უბრალო სიხარულს შავებით ნუ შევუმოსავთ, თუნდაც სახლში სიკვდილი ტრიალებდეს.
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved