• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხშირად მსმენია ქალებისგანაც, კაცმა თუ არ იძალადა, თუ არ იჩხუბა და იგინა, რისი კაციაო…” – პეტრე კოლხი

ალია ავტორი - ალია
00:10 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული…
ზოგს პავლე მოციქულის სიტყვებიც ,,რაითა ეშინოდეს ქმრისა” ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, არასწორად აქვს გაგებული…
ეკლესიის თავი პავლე, არ გულისხმობდა იმას, რომ სახლში მისული ნასვამი ქმარი აუცილებლად დანას უნდა იქნევდეს და ცოლი შიშისგან კანკალებდეს…
სამოციქულოში სიყვარულის დაკარგვით გამოწვეულ შიშზეა საუბარი…
დიახ, ყველას სიყვარულის დაკარგვის უნდა შეეშინდეს და არა ქართულ, დამახინჯებულ მენტალობაზე დაფუძნებული, არასწორად გაგებული რელიგიის მიმდევრების, რომლებიც სარწმუნოებასაც საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით იყენებენ და მათზე უცოდინარ ცოლებს თუ შვილებს ,,არიგებენ”, ხომ ხედავ, სახარებაც იმას გვასწავლის, ქალს ქმრის უნდა ეშინოდესო…
კარგად ხედავთ, ამგვარმა სწავლებამ რა შედეგი გამოიღო ჩვენ ქვეყანაში…
თუ გარგად ვერ შეაშინეს, რა პრობლემაა, ცოლი ხომ ,,კერძო საკუთრებაა” და კლავენ…
ვინ იცის ოჯახურმა ძალადობამ რამდენი მოზარდის ფსიქიკა გაანადგურა და აგრეთვე მოძალადეებად ჩამოაყალიბა. ყველა ვერ გაუძლებს მცირე ასაკში გადატანილ სტრესს და თავადაც ზუსტად ისე იქცევა, როგორც ოჯახში ასწავლიდნენ…
ასე იკვრება ჩვენ გარშემო ძალადობის ჯაჭვი და ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ცოტას თუ სურს, ეს ჯაჭვი სამუდამოდ გაწყდეს…
უმეტესად მართლა სჯერათ, რომ ხმაურს, პროტესტს არავითარი აზრი არ გააჩნია…
არადა, ეს თავის მოტყუებაა…
ნუ დავემსგავსებით ირანს, სადაც ქალები უკვე ჩადრებიდან ხმას იმაღლებენ და გაუგონარი სადიზმის მიუხედავად, რაღაც შედეგს მაინც აღწევენ…
რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ხშირად მსმენია ქალებისგანაც, კაცმა თუ არ იძალადა, თუ არ იჩხუბა და იგინა, რისი კაციაო…
ჰო, ასეთი ქალები მარტო ქმრების ძალადობის წახალისებას კი არ ეწევიან, ვაჟებსაც ასწავლიან, როგორ უნდა იძალადონ ცოლებზე…
ღმერთი არ ძალადობს ვინმეზე, არც ეკლესიას დაეწესებია ცოლის თმებით თრევა, არც პავლე მოციქული გვეუბნება, ვინმეს გვეშინოდეს…
ეს ჩვენი, აგრესიულ საზოგადოებაში გამოზრდილი თაობების მოგონილია და გვსურს ეს ,,სწავლება” შეუცვლელად თაობიდან თაობას გადაეცეს…
არა… შევჩერდეთ… ხმა ამოვიღოთ… მოძალადეა ისიც, ვინც ძალადობას ხელს აფარებს და ჩუმდება…
დიახ, ჩვეულება, რომელიც რჯულზე უმტკიცესია, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს…
ალბათ, ბევრი იქნება ჩხუბიც, გულისტკენაც, მაგრამ დრო დადგება და აუცილებლად შეეგუებიან, რომ ქალი ნივთი არ არის და ის მამაკაცის თანასწორია… მეტიც-ქალი ახალი სიცოცხლის საწინდარია!..”

თეგები: პეტრე კოლხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved