• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 აპრილის უსინათლო გმირი ბინის ქირას ვერ იხდის – “არ ვიცი, რა ეშველება ჩემს ოჯახს”

ალია ავტორი - ალია
18:50 04-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

„გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს“, – ამ სიმღერაში გაცოცხლებული ეს სტრიქონი 9 აპრილის ტრაგედიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

31 წლის წინ, თავისუფლებისთვის მებრძოლ მომიტინგეებს ოთხი უსინათლო ქალბატონი სიმღერით ამხნევებდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ ლელა ვეფხვაძეა.

ვიდეო კადრებში შემორჩენილი ხმა მეტროს სადგურებში წლების განმავლობაში  ცოცხლდებოდა. ის ნამღერით მიღებული შემოწირულობით ინახავდა ოჯახს…

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მეტრო დაიხურა, ლელა ვეფხვაძის ოჯახი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა…

უკვე 27 წელია ქირით ცხოვრობს. ყოველთვიური გადასახადის ნახევარს მერია უფინანსებს, დანარჩენს კი, თავად იხდიდა. ახლა არ იცის როგორ უნდა დაფაროს ბინის ქირა.

„მშიერი არ ვარ, კეთილი ადამიანები მაინც მეხმარებიან“,- ამბობს ის.

„ჩემი ერთადერთი შემოსავალი მეტროში სიმღერაა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მეტრო დაიკეტა, სახლში ვზივარ. შემოსავლის გარეშე დავრჩი, ფული აღარ მაქვს…

მშიერი არ ვარ, ღმერთის წყალობით არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მიზერულ თანხას მირიცხავენ და ჯერჯერობით საჭმლის ფულად გვყოფნის.

მთელი ცხოვრება დასვენებაზე ვოცნებობდი, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ერთი დღე როცა სახლიდან არ გავიდოდი. საშინელება ყოფილა, არა იმიტომ, რომ სახლში ცუდად ვარ, შემოსავლის გარეშე დარჩენაა ძნელი.

ამ ბოლო დროს ერთი რამ ამეკვიატა. მე რომ რამე მომივიდეს, რა ეშველება ჩემს ოჯახს. ჯანმრთელობა შემერყა, დიდხანს ფეხზე დგომა აღარ შემიძლია.

ისევ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. უფალი არასდროს მწირავს და ახლაც მას ვარ ბოლომდე მინდობილი.“ – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.

დღეს, 9 აპრილს განსაკუთრებული სიხშირით გავიგონებთ ფრაზებს: „მადლობა თავისუფლებისთვის“, „დიდება გმირებს“…

თავისუფლებისთვის მებრძოლი და ამ იდეაზე ამღერებული ცოცხალი გმირი ტრაგედიიდან 31-ე წელს გადასახდელ თანხაზე დარდობს…

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved