• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანების მოსიყვარულე იყო, გაჭირვებულების გვერდში დგომა უყვარდა“ – 5 წელი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან

ალია ავტორი - ალია
17:46 12-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზაზა სარალიძე, ერთ–ერთ სასამართლო პროცესზე, 1–2 დეკემბერს მომხდარ ამბებს ასე იხსენებდა:

„საავადმყოფოში რომ მივედი, თვალწინ იყო რაც მოხდა, არ მინდოდა დაჯერება რომ უკვე შვილს ვკარგავდი. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა იქ, ფაქტობრივად იქ არავინ იცოდა მე ვინ ვიყავი, დაცვის ოთახში ბავშვები ჰყავდათ შეყვანილი, კარებზე მიყრდნობილი ვიყავი და მესმოდა ვინ რას ლაპარაკობდა. ყველა ერთი და იმავეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო – მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია.

ბავშვები დავიბარე, დაახლოებით, 15-20 ბავშვი მოვიდა, ზოგს მშობელიც მოყვა, არავინ ასახელებდა კონკრეტულ სახელებს, მშობლები ცდილობდნენ თვითონ გაეცათ ბავშვის ნაცვლად პასუხები, ჩავიწერე მათი საუბარი, ვიცოდი რომ არაკანონიერი იყო, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ბავშვებმა იქ ნათლად, არაპირდაპირ ჩამოაყალიბეს, მაგრამ ნათლად ჩანდა ამ სამი პირის მონაწილეობა დაჭრის ნაწილში…. როგორც ჩემამდე მოვიდა ამბავი, მათ უფროსები უშლიდნენ საუბარს, სკოლაშიც ჩამოაყალიბეს ეს აზრი – დათო მკვდარია, ცოცხლები გადავარჩინოთ.

დანის ეშინოდა, კარტოფილსაც ვერ თლიდა, წინა ზაფხულს, ბოლო დაბადების დღეზე ტორტიც ვერ დაჭრა, რატომ ჰქონდა დანის შიში, არ ვიცი. ადამიანების მოსიყვარულე ადამიანი იყო, გაჭირვებულების გვერდში დგომა უყვარდა.“

თეგები: დათუნა სარალიძეზაზა სარალიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved