• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო 1 წელში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა, საშიში ტენდენციაა – TI

ალია ავტორი - ალია
15:06 12-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

“ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის – “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან”, – ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს.

როგორც TI წერს, ეს საშიში ტენდენციაა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომლის გაგრძელებაც იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც თბილისის მერის, კახა კალაძის საჩივარი დააკმაყოფილა და “ტვ პირველსა” და მის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი, ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს ბოლო პერიოდის მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროებლად.

ქართული მედია გარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის წარმომადგენლების საქმიანობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას. ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის პარალელურად, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ხდება სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება.

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის.

ამ ტენდენციის გაგრძელებაა ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის დაკისრება, რომლის გადახდაც სასამართლომ სოლიდარულად „ტვ პირველთან“ ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დაავალდებულა. კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროებლად. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში.

 

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved