• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაეხმარა ჩინეთს Covid-19-ის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და რატომ ეშინია ჯანმოს პეკინის?

ალია ავტორი - ალია
14:36 04-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

კორონავირუსის პანდემია იქნება გაკვეთილი მომავლისთვის, თუ როგორ გავუმკლავდეთ კრიზისს, გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე და პარალელურად ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყნების ეკონომიკებს. ამის შესახებ WSJ–ი წერს. გამოცემის ცნობით, ნომერი პირველი გამოსავალი იმისა, რომ შემდეგი პანდემია ნაკლებად მომაკვდინებელი იყოს მსოფლიოსთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეფორმირებაზე გადის. და თუ რატომ, ამის გასარკვევად მივყვეთ მოვლენებს ეტაპობრივად.

კორონავირუსის აფეთქვება ქალაქ ვუჰანში, შემოდგომის პერიოდში, ნოემბერი დაიწყო, ხოლო დეკემბერში ეს პროცესები მხოლოდ დაჩქარდა. საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ჩინურ ლაბორატორიებში, კორონავირუსის გენომი გაშიფრული უკვე დეკემბრის ბოლოსთვის იყო, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ ნიმუშების განადურების ბრძანება გასცა და შესაბამისად, შედეგები არ გამოქვეყნებულა.

30 დეკემბერი – ექიმმა ლი ვენლიანგმა საჯაროდ აცნობა ექიმებს და მოქალაქეებს ვირუსის შესახებ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

31 დეკემბერი – ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააფრთხილა, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, იმისა რომ ვირუსის გადატანა ადამიანიდან-ადამიანზე შესაძლებელია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაცია პეკინს ემორჩილება და არ აქვს კარგი ურთიერთობა ტაივანთან, ეს სიმართლე დაიმალა.

14 იანვარი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა “ტვიტერზე” განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების თანახმად, ვერ დადგინდა ადამიანის გადაცემაზე ნათელი მტკიცებულებები. ამ დეზინფორმაციის გამოაშკარავებას კი ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა.

22-23 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა დასვა საკითხი – გამოცხადდეს თუ არა Covid-19 საერთაშორისო ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობად. ამ დროს უკვე ვირუსი გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში და ამგვარი დეკლარაციის მიღება უკეთ მოამზადებდა სამყაროს საშიშროების წინაშე. რეალურად, ეს მარტივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, რომ არა პეკინის წინააღმდეგობა, ამიტომაც გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა წინადადება გააუქმა და გაემგზავრა ჩინეთში, მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე და არა ჯანდაცვის მიმართულებით შესასრულებელი მისიის გამო.

30 იანვარი – ერთი კვირის დაგვიანებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო აღნიშნული დეკლარაცია და განაცხადა, რომ მას ეჭვი არასდროს შეჰპარვია ჩინეთის ჯანდაცვის პოლიტიკის გამჭვირვალობაში. თუმცა, საუთჰემპტონის საუნივერსიტეტო კვლევის თანახმად, კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობა შეიძლებოდა 95%-ით შემცირებულიყო, რომ არა ჩინეთის მიერ მისი დამალვის მცდელობები.

30 იანვარი – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რეკომენდაცია გასცა, რომ არ შეზღუდულიყო ვაჭრობა და გადაადგილება ქვეყნებს შორის, რადგან ამის აუცილებლობა სამყაროში არ იდგა. თუმცა ეს რეკომენდაცია პრეზიდენტმა ტრამპმა, არ გაითვალისწინა და მეორე დღესვე შეზღუდა გადაადგილება ჩინეთის მიმართულებით. აღნიშული გადაწყვეტილების გამო, ტრამპი ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ შეზღუდვამ გარკვეულწილად შეაჩერა ვირუსის გავრცელება.

11 მარტს – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია და დაიხურა ქვეყნების საზღვრები. ანუ ყველა გადაწყვეტილება რაც აქამდე მიიღეს იყო დაგვიანებული, დაკარგეს დრო და შესაბამისად, ადამიანები.

ეს აღიარება ტრაგიკულია, მაგრამ უმრავლესობის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარუმატებლობა გასაკვირი არ არის და მთავარი ბრალდებული თავად ხელმძღვანელი, ტედროს გებრეისუსია, რომელიც არის პოლიტიკოსი და არა ექიმი.

ამ პროცესებში კი, კიდევ ერთი მთავარი კითხვა იკვეთება, თუ რატომ ეშინია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უფრო მეტად პეკინის, ვიდრე ვაშინგტონის? რეალურად, წევრ სახელმწიფოებს შორის კონტრიბუციის 12% მოდი ჩინეთზე, 22% კი შტატებზე. შესაძლოა მიზეზი არის ის, რომ ჩინეთი უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს, რადგან მისი ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად, ჩინეთის გავლენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე არის ორგანიზებული და თანმიმდევრული.

და სწორედ ამიტომაც დგას საჭიროება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეფორმირების, რომელსაც ამერიკა ითავებს, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მათ შორის პირველები იქნებიან იაპონია და გაერთიანებული სამეფო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან ჩინეთით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved