• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაავალა, თუ არა ჟურნალისტს კეზერაშვილმა ჭიაბერაშვილის მიწვევა შაბათს, პირდაპირ ეთერში? – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:27 11-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
986

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“ყურადღება, ყურადღება!
ჩემი ამ სტატუსის ადრესატები არიან ისინი, ვინც რაღაც თეორიებს აწყობს-აგებს ზურაბ ჭიაბერაშვილის ჩემს გადაცემაში სტუმრობასთან დაკავშირებით, და წერს, რომ, აი, თურმე, “ფორმულაში” მისი მოსვლა შეთანხმდა კეზერაშვილთან და მეტიც, კეზერაშვილმა დამავალა მე, რომ, მაინც და მაინც ჭიაბერაშვილი მომეწვია და თან შაბათს! და თან მელაძის გადაცემის შემდეგ! და თან… და თან!
აბრაკადაბრააა! ალო! მოდუნდით!
მოდუნდით მეგობრებო!
მო დუნ დით!
რეალურად იყო ასე: ბუნებრივია, არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა, რომ ნოდარ მელაძის გადაცემაში (რამდენიმე საათით ადრე ჩემს გადაცემამდე), “გასკდებოდა” ამბავი იმის თაობაზე, რომ, თურმე, ჭიაბერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატობის წამოყენება უნდა თუ ფიქრობს ამ თემაზე!
მეტიც, ჩემი გადაცემის მომზადებაზე გადართულს (და, პარალელურად, მოფიქრალს თემაზე – გაიმარჯვებდა თუ არა არგენტინის ნაკრები), არც შემიხედავს ტვ პირველისთვის…
დაახლოებით საღამოს 10 საათზე, ანუ, გადაცემამდე საათნახევრით ადრე, რესპონდენტ ჭიაბერაშვილს ტელეფონით ვესაუბრე დეტალებზე – როდის უნდა მოსულიყო სტუდიაში, უნდოდა თუ არა “ედიტორიალის” მოსმენა და ა.შ. ამ სატელეფონო საუბრის დროს მითხრა ჭიაბერაშვილმა მელაძის გადაცემაში გასული სიუჟეტის თაობაზე… დიახ, ამის შემდეგ გავიგე-შევიტყე უშუალოდ მე, რომ მას ენმ-ის თავმჯდომარეობა უნდა თუ ფიქრობს ამაზე! შესაბამისად, ბუნებრივია, ეს თემაც ჩავრთე ინტერვიუს დროს!
ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესია ერთი დეტალი – ამ რესპონდენტთან ინტერვიუ დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ! მელაძის გადაცემამდე! კარგად ვხსნი? მელაძის გადაცემამდე!
პროდიუსერმა და ჩემმა მეუღლემ – ინგამ მასთან ინტერვიუ შეათანხმა
სწორედ რამდენიმე დღის წინ, ანუ მაშინ, როცა საჯაროდ!!! არ იყო!!! ცნობილი, რომ ის – ჭიაბერაშვილი, ფიქრობდა ენმ-ის თავმჯდომარეობაზე!..
ეს გასაგებია?
ბუნებრივია, არავის! არავის და კიდევ ერთხელ არავის! არც კეზერაშვილს, არც სხვას, არ უკარნახია და არც უთხოვია მაინც და მაინც ჭიაბერაშვილის მოწვევა!
ანუ, გუშინ მისი სტუმრობა იყო ჩვენი გადაწყვეტილება! მიღებული დღეების წინ! და მეტიც, თემა – ენმ და ჯანი მისი, საერთოდ არ მაინტერესებდა! ვიდრე ამბამდე, რომ, თურმე, ისიც ფიქრობს თავმჯდომარეობაზე!
მოკლედ, მოდუნდით – არავის გამოუგზავნია, უფრენია, ჩაუსვამს ჭიაბერაშვილი ჩემს ეთერში და, საერთოდაც, ერთი შემთხვევის გარდა, თხოვნა რაა, თხოვნაც კი არ მახსენდება “ფორმულას” ხელმძღვანელებისგან ამა თუ იმ რესპონდენტის მოწვევის თაობაზე.
არ გეგონოთ, რომ იმ ერთს დავმალავ – დაახლოებით ორი წლის წინ მთხოვეს, რომ მომეწვია “ფორმულას” პარტნიორი “ედისონ რისერჩის” წარმომადგენელი და მასთან ეგზიტპოლებზე მესაუბრა! რაც გავაკეთე კიდეც და თან – სიამოვნებით! ეს იყო და ეს!”
თეგები: დავით კეზერაშვილიზურაბ ჭიაბერაშვილიირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved