• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად არის მამუკა ხაზარაძე? სად არის ლელო? უცებ რა რეალობას ვაწყდებით…” – ინგა გრიგოლია და დეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
22:53 11-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,948

გადაცემაში “რეაქცია” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვას პასუხობს “ლელოს” აღმასრულებელი მდივანი, დეა მეტრეველი.

ინგა გრიგოლია:

-მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაზე რომ არ ვილაპარაკოთ, მე მაქვს კითხვა, სად არის მამუკა ხაზარაძე? სექტემბრიდან, ვცდილობ ეთერში მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ჩემთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა იყო, ვისზეც შემეძლო რომ მიმეღო  გადაწყვეტილება, რომ აი, მხარი დავუჭირო? დავუჭირო რატომც არა და უცებ რა რეალობას ვაწყდებით, მარტო ნაციონალებზე რომ არ ვილაპარაკოთ – აი, ლელო, სადაა ლელო? როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთი პარტიის ჭრილში რომ არ განვიხილოთ, რატომ არის ხელისუფლებაში ოცნება?

დეა მეტრეველი:

-ტელევიზიებში ხშირად სიარული, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი არ არის აქტიური.

ინგა გრიგოლია:

-პატივიცემის მიუხედავად, ვერ წამოგყვებით…

დეა მეტრეველი:

-სად არის მამუკა ხაზარაძე – მამუკა აქტიურადაა ჩართული პარტიის მშენებლობაში და გაძლიერებაში, რეგიონებში გვაქვს შეხვედრები გასვლითი, ასევე თბილისში, წალენხჯიხაში არაერთი პროექტი განხორციელდა

ინგა გრიგოლია:

-ანუ, არ გამქრალა არსად?

დეა მეტრეველი:

-არ ყოფილა თემა მტკივნეული, რომელმაც საზოგადოების რეაქცია გამოიწვია, რომელსაც მამუკა არ გამოხმაურებოდა რაიმე ფორმით. არაერთ პოლიტიკოსს, დღეში არაერთხელ სხვადასხვა ეთერში ვხედავთ, მაგრამ რა გულწრფელობით, რა თავისი საქმიანობით, რა კომპეტენციით ასრულებს საქმიანობას, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ინგა გრიგოლია:

-რატომ არის მაშინ ოცნება ხელიოსუფლებაში თუ თქვენ დადიხართ რეგიონებში, გაქვთ ხალხთან ურთიერთობა. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსვამ ამ კითხვას, ყველაფერი არის დაჭაობებული ამ ქვეყანაში, ხვალ  რომ ჩატარდეს არჩევნები, არ ვიცი, შეიძლება ისევ ოცნება ვიხილოთ ხელისუფლებაში.

დეა მეტრეველი:

-სრულად გეთანხმებით, საზოგადოება დაიღალა იმ დღის წესრიგით, რომელსაც ოცნება ხელოვნურად ახვევს თავს და ყურადღების მიღმა გვრჩება უმნიშვნელოვანესი პრობლემები. გაჯერდა პოლიტიკური სივრცე ტყუილებით. რთულია რიგითი მოქალაქისთვის ტყუილსა და სიმართლეს შორის ზღვარი დაიცვას. მედია აქტიურობთ გელათის გარშემო პროცესებზე, საზოგადოებაც აქტიურობს, მაგრამ ფრაგმენტულად. რატომ ვერ მოხდა გელათის გარშემო მასშტაბური სახალხო მღელვარება? ვკარგავთ ქრისტიანულ ძეგლს და ამაზე ვერ მოხდა კონსესუსი, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს შორის.

თეგები: ინგა გრიგოლიამამუკა ხაზარაძემედეა მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved