• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე… ყვავილების ყველა გამყიდველი მიცნობს”

ალია ავტორი - ალია
01:13 04-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
382

ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ. დი­ლით ათის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. იყო დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ ვერ მივ­დი­ოდით სახ­ლში… წუ­ხელ პირ­ვე­ლად ადრე წა­ვე­დი – ღა­მის 2 სა­ათ­ზე.“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დილის გადაცემაში განაცხადა.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ის პირად ტრაგედიასაც შეეხო.

„ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს – შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. სანამ ასეთ რე­ჟი­მზე გადავიდოდი მანამდე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე. ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს, მათგან ყო­ველ­დღე ვყიდულობდი გვრიგვინს.

ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ავდივარ საფლავზე. რამდენიმე დღის წინ ყვავილების საყიდლად რომ მი­ვე­დი, ორი გვირ­გვი­ნის ყიდვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ რამდენიმე დღე ვეღარ მოვახერხო მისვლა და არ შე­მიძ­ლია ჩემს შვილ­თან არ იყოს კან­დე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი-მეთქი.

გამ­ყიდ­ვე­ლმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგრამ ამასთანავე სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკ­ლი ძიმის­ტა­რაშ­ვი­ლი იურისტი გახლდათ. ის ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი საჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

ცნობილ ინფექციონისტს 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი ჩოგბურთელია.

თეგები: მარინა ენდელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved