• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ჩაწერილი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნაში” – თეა თუთბერიძე

ალია ავტორი - ალია
15:44 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,412

“კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე:

“ამ საღამოს ჩემებს ველაპარაკებოდი საქართველოში. ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და ხმა მესმოდა. თუ არ ვცდები ინგა გრიგოლიას გადაცემაში იყო მსჯელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე. რასაც მოვუსმინე შემიძლია ვთქვა რომ სამწუხაროდ ჩემი აზრით ძალიან არასწორი აქცენტები არის დასმული და მსჯელობაც აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის. რაც მეგობრებო თქვენ გავიწყდებათ და რასაც საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას არის ის რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში პატიმრობაში არის კრემლის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მითითებით! კრემლმა გადაწყვიტა რომ იგი სამაგალითოდ დასაჯოს იმისთვის რაც მან საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ნატოს მოკავშირეოვისთვის აკეთა. მას რუსეთი სჯის დასავლური კურსის არჩევისთვის და ქვეყნის დასავლური მიმართულებით წაყვანისთვის. პუტინს ამით უნდა რეგიონის დანარჩენ ლიდერებს აჩვენოს რომ თუ ისინიც იგივეს გააკეთებენ, მათაც იგივე მოელით. სხვა საკითხია რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებაში მომსხდარი პუტინის მონის მონებისთვის არანაირი, აი აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილ დასკვნაში და ეს გაგრძელდება მანამ სანამ ქართველი ხალხი უშვებს იმას რომ რუსეთმა მოკლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი!
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არის უდიდესი სირცხვილი ძალიან ბევრი მიმართულებით, მაგრამ ის რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება და რასაც დღეს ქართველი ხალხი გულზე ხელებდაკრეფილი უყურებს, ეს არის ერის ტრაგედია, რომელსაც ვერ გაამართლებს ვერავინ და ვერაფერი რამე რომ მოხდეს! არ აქვს მნიშვნელობა და თავი დავანებოთ იმას რა აქვს სააკაშვილის ქვეყნისთვის ნაკეთები. სულ რომ შევარდნაძეზე კორუმპირებული და მასზე უარესი ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოება რომ იმას უშვებს რომ რუსეთმა მათი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოკლას ციხეში, ეს საზოგადოება საზოგადოება არ არის და არც ასეთი ერი არ იმსახურებს ერად ყოფნას! ეს არის და ეს!”
თეგები: თეა თუთბერიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved