• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკმარისია, ზელენსკის ნერვებმა უმტყუნოს და უკრაინას მომავალი არ ექნება” – ზურაბ გურული

"თუ უკრაინა გაჩერდა, ან გააჩერეს, მსოფლიო კომფორტულად გააგრძელებს დეგრადირებისაკენ სვლას და როცა ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო გონის მაქსიმალურ ინტეგრაციას მიაღწევს, შეიქმნება უმახინჯესი, უბოროტესი მონსტრი."

ალია ავტორი - ალია
17:27 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,932
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
“ალბათ რამდენიმე დეკადა მაინც დასჭირდება იმის გააზრებას, რომ უკრაინა პლანეტარული მასშტაბის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ კათარზისს ახორციელებს მსოფლიოში. პრაქტიკულად ანგრევს დასავლური, კომფორტული კონფორმიზმის ჩაბეტონებულ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც დეგრადირებული რეჟიმების კეთროვანივით იზოლაცია კი არ უნდა მოხდეს ჯანსაღი სივრცისაგან, არამედ მათი სრული ინტეგრაცია მსოფლიო პროგრესის ქსელში. ასე შეიქმნა ჩინეთის და რუსეთისაგან მონსტრი “სიმსივნეები”, რომლებიც ბაზისურ ქსოვილებამდე ჩაეზარდნენ მსოფლიოს ჯანსაღ ქსოვილს და უკვე მის გონებასაც მისწვდნენ, ინტელექტიც შეუცვალეს ნაწილობრივ. ირანი და ავღანეთი არ არის საშიში მსოფლიო გონისათვის; ისინი “ჩაკაფსულებული სიმსივნეები” არიან, მათი ამოკვეთა მარტივად შეიძლება.
არაადამიანური ფსიქოლოგიური დაწოლა მიმდინარეობს უკრაინაზე დღეს, რომ როგორმე აღდგეს მსოფლიოს კონფორმისტული ბალანსი. უკრაინა ცხადია ამას ქვეცნობიერის დონეზე აკეთებს, საკუთარი თავის ხსნას ცდილობს, უპირველეს ყოვლისა. საკმარისია, ზელენსკის ნერვებმა უმტყუნოს და კომპრომისზე წავიდეს, უკრაინას მომავალი არ ექნება. თუ ახლა ისინი სრულად არ განიწმინდნენ რუსული საცეცებისაგან, შემდგომი ეტაპი სამოქალაქო ომი თუ არა, ღრმა კორუფცია და დეგრადაცია იქნება. ეს გარდაუვალია.
უცნაურია, რომ ამ ქვეყანას დაეკისრა ასეთი საოცარი მისია. ალბათ მეომრისა და მოაზროვნის ყველაზე ეფექტური სიმბიოზის გამო, მთელ დღევანდელ მსოფლიოში.
თუ უკრაინა გაჩერდა, ან გააჩერეს, მსოფლიო კომფორტულად გააგრძელებს დეგრადირებისაკენ სვლას და როცა ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო გონის მაქსიმალურ ინტეგრაციას მიაღწევს, შეიქმნება უმახინჯესი, უბოროტესი მონსტრი.”
თეგები: ზელენსკიზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved