• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გულის მანკიანებს კულტურულად ვიშორებდით… თუ ორ სარქველს ჩააყენებ, მაშინ არაფერი არ გრჩება…” – ანზორ მელია

ალია ავტორი - ალია
02:47 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,258

1 ნოემბრიდან სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს ახალი სისტემის მიხედვით უხდის ანაზღაურებას. DRG-ის ძალაში შესვლიდან ორი კვირის თავზე უკვე იდენტიფიცირდა ის ხარვეზები, რაც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსებას ახლავს თავს.

კლინიკა „გულის“ დირექტორ ანზორ მელია, bm.ge-თან ამბობს:

„მე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი DRG -ის მონაცემებით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ 520-ე ბრძანებამ გაგვაღატაკა. წარმოიდგინეთ იანვრიდან მაისის თვემდე ჩავატარეთ 54 ოპერაცია და 236 ათასი ვალი დამიტოვა, შავ დღეში ვიყავი და ამიტომ ვარიდებდი თავს ოპერაციების გაკეთებას, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო. ახლა ისევ ის თანხები გახადეს, შუნტირება 12 500 ლარის ნაცვლად 8 500-სა. შესაბამისად, ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე ვმუშაობთ.

მარტო კარდიოქირურგია კი არა, მანკის ოპერაციებიც თვითღირებულებაზე ნაკლებად იყო შეფასებული. სარქველი, რომელიც 3-4-5 ათასი ღირს, არაფერია რჩებოდა და ამიტომ მანკიანებს კულტურულად ვიშორებდით, ახლა კარგად არის განფასება, მაგრამ უკმაყოფილი ვართ იმით, რომ თუ ორ სარქველს ჩააყენებ, მაშინ არაფერი არ გრჩება და 5% მოგება მაინც ხომ უნდა დაგრჩეს?! DRG-ით ერთი სარქველის ანაზღაურებაა გათვალისწინებული. ზოგჯერ 2-3 სარქველი სჭირდება პაციენტს, არ ვიცით რა ვქნათ. იმედია დაიხვეწება.

ცუდი ისიცაა, რომ არ ვიცით ზუსტად რა ჯდება ოპერაცია, რადგან სხვადასხვა საზომია, ასაკის, წონის, სქესის მიხედვით ხდება. ახლა ვაკეთებთ ძვირადღირებულ სტენდს და 20 000 ლარი მჭირდება, რასაც მომწოდებელი არ მაძლევს ფულის გარეშე. საიდან მოვიტანო ის ფული, როცა 2-3 თვის მერე ჩამირიცხავენ? ასეთ შავ დღეში ვარ, მაგრამ იმედია დაიხვეწება…

ზუგდიდში ჩავაყენე სტენდები. არ ვიცოდით ფასი. პაციენტს ვუთხარით, რომ გეტყვით გაწერის დღესთქო. რომ ვუთხარით გაიქცა ავადმყოფი და არ გადამიხადა ფული. არ შეიძლება ასე. წინათ ვიცოდით, რომ სტენდირების დროს ამდენი იყო პაციენტის მხრიდან დასამატებელი, ახლა არ ვიცით. წონა, სქესი, ასაკია გასათვალისწინებელი, დავიღალეთ.

,მოგვცენ საშუალება პაციენტს შემოვატანინოთ თანხა და შემდეგ დავუბრუნოთ უკან… თუ არადა, ასე გაჩერდება კარდიოქირურგია.”

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ახალი სისტემით კლინიკებს კალკულაციას პაციენტის გაწერის დღეს აძლევენ.

როგორც ცნობილია, DRG ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მოქმედებს და სრულყოფილად ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

http://

თეგები: ანზორ მელიაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved