• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS! დე ფაქტო აფხაზეთში რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით უკვე გარდაიცვალა?!

ალია ავტორი - ალია
17:11 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ახლობლები ამტკიცებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით უკვე გარდაიცვალა, თუმცა, ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამ ინფორმაციას სააგენტო “2020NEWS“-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აწვდის.

“ახლობლების გადმოცემით, ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთში ბოლო პერიოდში გარდაიცვალნენ, ვითომ ჰქონდათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.  თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთ  სამედიცინო სპეციალისტს დაუდასტურებია. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება რაღაცას მალავს, რადგან იქ არავინ იცის, რა დამალოს’, – აცხადებს არეშიძე სააგენტოსთან.

გუშინ დე ფაქტო აფხაზეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა. “სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული ამჟამად გუდაუთის საავადმყოფშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ე.წ. “რესპუბლიკის“ მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის  განცხადებით, პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა მოსკოვიდან, სადაც  მივლინებით იმყოფებოდა.

როგორც არეშიძემ სააგენტოსთან განაცხადა, დე ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობა, კორონავირუსის ოფიციალური შემთხვევის დადასტურების მიუხედავად,  ვერ აანალიზებს,  რა ზიანის მოტანა შეუძლია მათვის პანდემიას.  შესაბამისად, ვითარება საგანგაშოა, რადგან იქ მოქალაქეები კარანტინის რეჟიმს არ იცავენ.

„კარანტინის პერიოდში აფხაზეთში მოქალაქეებს შორის ძალიან ბევრი მისვლა-მოსვლა ფიქსირდებოდა. პრაქტიკულად, იქ ადამიანები კარანტინის რეჟიმს არ იცავდნენ. აფხაზეთში დისციპლინასა და კანონს დღემდე არ ემორჩილებიან. იქ ინფრასტურქტურა მოშლილია და  ადამიანების უკონტროლო გადაადგილებამ მძიმე მდგომარეობა შექმნა.  

სამწუხაროდ, აფხაზეთში არსებული ვითარების გაცნობიერება ჯერ ვერ ხერხდება.

ექიმებსა და ზოგიერთ ჩინოვნიკს თბილისთან კულუარული კონტაქტი აქვთ. გარკვეულწილად, ისინი მაინც ცდილობენ, რომ სიტუაცია დაალაგონ. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში ვირუსი მასიურად გავრცელდა, მაშინ იქ ბევრად უფრო რთული ვითარება შეიქმნება, ვიდრე მიმდებარე რეგიონებში“, –  განაცხადა არეშიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ფსოუზე  ე.წ.  “საზღვარი“ 20 აპრილამდე ჩაკეტა.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved