• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც კი ეს აშკარა გახდება, უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და მე პირველი გავალ” – მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
13:34 11-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე:

 

„უკრაინული კანონი უკრაინის ვითარებისთვისაა მისადაგებული. უკრაინაში ოლიგარქები ხელისუფლებაში არ არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში თავისუფლებისთვის მებრძოლი ზელენსკია, რომელიც მთავრობას აზღვევს ოლიგარქიის რისკებისგან. საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაშია და ქვეყანა უნდა დავაზღვიოთ ოლიგარქიისგან. კანონის კოპირება არ შეიძლება. როცა ხელისუფლებაზე ოლიგარქის გავლენაა და ამ დროს აპირებ სხვა კანონის მიღებას, ეს ევროპულ რეკომენდაციად ვერ ჩაითვლება. დავუშვათ და მე რომ ჩავთვალო რეკომენდაცია შესრულებულად, ევროპელები არ ჩაუთვლიან შესრულებულად, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ოლიგარქიზაციის კანონი კი არ მიიღო, მიიღო ოლიგარქიის განმტკიცების კანონი. უკრაინაში ეს კანონი თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ მიიღო და საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაში. ოლიგარქთან დაკავშირებული პირები პირდაპირ მმართველობას ახორციელებენ. მთავრობაში არც ერთი პირი არ არის, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან არ უმუშავია. მთავრობის წევრებს მარიონეტებს ეძახიან, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი მის თანაშემწედ დარჩა, ირაკლი კობახიძე – ხელის ბიჭად. თუ ევროპაში გაწევრიანებას ივანიშვილს ვანაცვალებთ, საქართველო ვერ განვითარდება.

ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როგორც კი უკრაინა მიაღწევს წარმატებას და ფაქტია, რომ აღწევს, ხერსონი დაიბრუნა, უკრაინის დეოკუპაცია დაიწყება და საქართველო რას მიიღებს ამ პროცესებისგან? – არაფერს, „ქართული ოცნების“ წევრი დუგლაძე უფრო მეტ არაყს გაიტანს უცხოეთში, ბიძინა ივანიშვილის ძმა გაიტანს მეტ ნივთს და სარგებელს ნახავს. როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და მე პირველი გავალ, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს“

 

 

 

თეგები: პაატა მანჯგალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved