• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასტუმროს დაყადაღება, მაღაზიების და კურიერების შანტაში, მღვდლების შეჩერება – რა ხერხებს იყენებს ხელისუფლება?

ალია ავტორი - ალია
23:30 11-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
747

“ტვ პირველის” ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუჩაში გამოსული ხალხი, სადღეღამისო აქციების რეჟიმში რომ არ გადასულიყო, სუს-მა მთელს თბილისში ყველა მაღაზიას კარვების და საძილე ტომრების  გაყიდვა აუკრძალა.

მაგალითად, მედიის ცნობით, მეველის 20 ნომერში, მონკავშირის მაღაზიაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს, უფროსის მოადგილე, ავთანდილ დევნოზაშვილი პირადად მივიდა. მას ოჯახური კავშირები უნდა გამოეყენებინა, რომ მაღაზიები დახლებიდან კარვები გამქრალიყო.

მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახური ლამის კარდაკარ ეძებდა ოჯახებს, ვისაც შეიძლებოდა კარავი სახლში ჰქონოდა, რომ ის აქციის მონაწილეებისთვის არ მიეცათ, ემუქრებოდნენ რომ ამის გამო “შარში” აღმოჩნდებოდნენ.

“ტვ პირველის” ცნობით, 2020 წლის 15 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლი, პაპუნა ფარცვანია ჰიპერმარკეტ “დომინოში” სამოქალაქო აქტივისტ ნათია ლეთოდიანს ე.წ. პულივიზატორი საღებავის შეძენის მომენტში ვიდეოს უღებს. 

ასევე, მედიიც ინფორმაციით, როცა ილია მართლის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა სამუელ ზვიადაური, 2021 წლის 20 აპრილს, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, მიკროავტობუსით თბილისიდან მრევლთან ერთად წავიდა, სუსში გაიცა ბრძანება რომ მღვდელი უნდა შეეჩერებინათ. სამმართველოს უფროსი მიხეილ ტურაბელიძე  მღვდლის გასაჩუმებლად კომპრომატების ამოქექვის ბრძანებას იძლევა, რომ მამა სამუელი აქციებზე აღარასდოს გამოჩნდეს.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სუს-ის სამიზნე, იყვნენ “გლოვოს” კურიერებიც. საიდუმლო სამსახურის ოპერატიული ცნობების მიხედვით,  გაიცა ბრძანება, რომ მიტანის სერვისის ყველა ის კურიერი, ვინც აქციაზე დადის უნდა გააჩუმონ, სიაში მოხვდა ირაკლი მილაძე. 

სასტუმროს მფლობელს, სოფო ჩიხელიძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 23 მაისს, ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დასწრების მსურველებს 50% ფასდაკლებით მოემსახურებოდა, სასტუმრო დაუყადაღეს. 

თეგები: სუსიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved