• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილი ანუ “ენმ”-ის გუნდია?.. კარგი კერკეტი კაკალი ყოფილხართ, ხატია” – გრიგოლია და დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
22:34 11-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,571

“ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში”, ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და “ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, “ენმ”-ში არსებულ მოვლენებზე საუბრობენ და დეკანოიძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა არც კი განიხილება, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან კი 3 კითხვა ექნება.

ხატია დეკანოიძე:

  1. რა იქნება კანდიდატის უახლოესი სტრატეგია პარტიის გაძლიერების კუთხით – უნდა იყოს პარტია ორიენტირებული ვადამდელ არჩევნებზე, ან თუნდაც 2024 წლის არჩევნებზე;
  2. რა გაუკეთებია კანდიდატს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, მისი ტრანსფერისთვის, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება – ჩემთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარე ვინც იქნება, ამ ყველაფერზე ჰქონდეს პასუხი.
  3. როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ძალიან კონკრეტულად.

ინგა გრიგოლია:

-ამ შეკითხვებზე მელიასთან თქვენ არ გქონიათ პასუხი? სააკაშვილის ტრანსფერზე, ჯანმრთელობაზე როცა საუბრობთ, იყო მელიას პასუხები დამაკმაყოფილებელი? ივანიშვილის დამარცხებაზე მიგიღიათ პასუხები? ნიკა მელიასთან ამ 3 საკითხზე მიღებულმა პასუხებმა არ დაგაკმაყოფილათ და განიხილავთ, რომ სხვა თუ უფრო დამაჯერებელ პასუხებს მოგცემთ, იმას მისცეთ ხმა?

ხატია დეკანოიძე:

-არა, გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ერთად ვადგენდით სტრატეგიას და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვიოლის გასათავისუფლებლად. თუ ვინმე გადაწყვტეს რომ დადგეს კანდიდატად, სხვა სტრატეგია წარმოადგინოს, მხოლოდ ეს 3 შეკითხვა მექნება.

ინგა გრიგოლია:

-ფორმულირებას გეტყვით, მელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ღიად დაუპირისპირდა დავით კეზერაშვილს, ჯგუფი რომელიც ახლა დაუპირისპირდა ნიკა მელიას, იმართება დავით კეზერაშვილისგან. ეს არის ფორმულირება, რაზეც აიგო  მთელი ეს დაპირისპირება, როგორც ამბობენ. მელია გამოდის, ურტყამს კეზერაშვილს, შემდეგ ეს ჯგუფი ღიად ურტყამს მელიას და დღეს დგას საკითხი – მელიას გუნდი, თუ კეზერაშვილის გუნდია – ასეა ფორმულირებული – ამაზე რას მეტყვით?

ხატია დეკანოიძე:

-და სად არის ამ დროს ნაციონალური მოძრაობის გუნდი? ჩვენ ვართ ერთი გუნდი.

ინგა გრიგოლია:

-ანუ, ეთანმხებით მელიას კეზერაშვილის შეფასებაში? თუ ერთიანი გუნდი ხართ, ეთანხმებით?

ხატია დეკანოიძე:

-ერთიანი გუნდდი ვართ, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად.

ინგა გრიგოლია:

-კარგი კერკეტი კაკალი ყოფილხართ, არ ყოფილა მარტივი თქვენი გამოტეხვა პირდაპირ ეთერში, ერთიანი გუნდი ვართო, რომ გკითხეთ, ანუ კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის გუნდია?

ხატია დეკანოიძე:

-ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ახლა არის ნაციონალურ მოძრაობაში, უნდა იყოს მობილიზებული, რომ ჩვენ არ ვიყოთ გამხლეჩი, ვიყოთ შემაერთებლები.

ინგა გრიგოლია:

-კეზერაშვილი ანუ ნაციონალური მოძრაობის გუნდია?

ხატია დეკანოიძე:

-კეზერაშვილი არ არის პარტიის წევრი, მე ვსაუბრობ იმ ჩემს მეგობრებზე, ვინც ჩვენთან ერთად, ამ პარტიაში იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგა გრიგოლია:

-ხატია, მესმის, არის მოცემულობა, როცა ლავირება გიწევს.

ხატია დეკანოიძე:

-ლავირებაზე არ არის, ყველას ურჩევდი, გაუფრთხილდეს იმ ადამიანებს, ვინც ახლა ველზე ჩვენ გვიყურებს და არიან ბრძოლაში 10 წელი.

ინგა გრიგოლია:

-ეგ თუ უთხარით იმ ხალხს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გუშინ რომ განცხადებები გააკეთეს?

ხატია დეკანოიძე:

-ყველამ იცის ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

ინგა გრიგოლია:

-ხატია, დიდ პატივს გცემ, შენ ხარ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, თუმცა, დიდი არეულობა გაქვთ პარტიაში და ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ სინამდვილეში რა ხდება.

თეგები: ინგა გრიგოლიახატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved