• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„მამაკაცური საუბრები“ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის – „თეგეტა“ პირველია ბიზნესსექტორში, სადაც საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
15:13 11-10-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
589
  • თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად „თეგეტა ჰოლდინგი“ დასაქმების პოლიტიკაში ზრუნვის კომპონენტს აძლიერებს
  • პროექტი UNFPA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. „გაეროს მოსახლეობის ფონდსა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივლისში გაფორმდა 

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. სამართლიანი და თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემოს საფუძვლიანად დამკვიდრებისთვის კომპანიაში უკვე რამდენიმე თვეა, პროგრამა სახელწოდებით „მამაკაცური საუბრები“ მიმდინარეობს. პროექტს „თეგეტა“ „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-თან ერთად ახორციელებს.

„თეგეტა“ პირველი კომპანიაა ბიზნესსექტორიდან, სადაც სატრენინგო მოდული მასშტაბური სახით დაინერგა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სისტემური მიდგომა არა მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების, არამედ მთელი გუნდის ცნობიერების ამაღლებაზე მოახდენს დადებით გავლენას, რაც თავის მხრივ დასაქმებულთა პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს. სარგებელი კი ჯერ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც „თეგეტას” კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. უკვე 27 წელია ჩვენი კომპანია ამ პრინციპის ერთგულია. თამამი ნაბიჯების გადადგმას „თეგეტაში“ არასოდეს ვერიდებოდით. მიგვაჩნია, რომ პროფესიები სქესის მიხედვით არ იყოფა და გვეამაყება, რომ საქართველოში პირველად ქალი მექანიკოსები სწორედ „თეგეტას“ სერვისცენტრებში მუშაობენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ვფიქრობთ, დაგვეხმარება, გავზარდოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ, ხელი შევუწყოთ და მეტი ინფორმაცია მივცეთ ჩვენი გუნდის წევრებს ზოგადად უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

პროექტი „მამაკაცური საუბრები“ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და კანადელი თეორეტიკოსის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება. პროგრამა „თეგეტაში“  ზაფხულში დაიწყო და ყოველთვიურად ტარდება.

მოდულში ჩართვა ნებაყოფლობითია და მას სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები ესწრებიან. შეხვედრებს საერთაშორისო მოდულის მიხედვით მომზადებული ფასილიტატორები უძღვებიან. სესია დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. მონაწილეები ღიად განიხილავენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, მონაწილეობენ როლურ თამაშებში და მსჯელობენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე.

ჰოლდინგში უკვე ჩატარებულ ოთხ შეხვედრას მაღალი და შუა რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თანამშრომელთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეებისა და პარტნიორების წრის გაფართოება და იმ ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შემოკრება, რომლებიც თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს იზიარებენ. მიგვაჩნია, რომ სოციალური ცვლილებები მხოლოდ მრავალსექტორული მუშაობით მიიღწევა და სწორედ ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. მისასალმებელია დამოკიდებულება და მაღალი მგრძნობელობა, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იჩენს ისეთი საკითხებისადმი, როგორებიცაა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“.

პროექტის ფარგლებში, სესიების ჩატარება კამპანიამ „კაცები ზრუნავენ“ უზრუნველყო. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მამაკაცები, რომლებიც მაღალ მგრძნობელობას ავლენენ დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი ლიდერები, თანამშრომლები და  მზრუნველები ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების მიმართ.

მირიან ჯუღელი, ორგანიზაციის „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი: „სემინარი „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება, მხოლოდ 2022 წელს სემინარს 800-ზე მეტი კაცი დაესწრო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა, სემინარი მისი თანამშრომლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.


სემინარის დროს კაცები ისეთ საკითხებს
 განიხილავენ, რაზეც შესაძლოა ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ. მაგალითად, მამის როლი ბავშვის აღზრდაში, საოჯახო საქმეების გადანაწილება, სტერეოტიპები და მათი დაძლევა.  შესაბამისად, ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე. ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია, შესაბამისად, ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა, სადაც თავისი პოტენციალის რეალიზების ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს“. 

სესიების ჩატარება „თეგეტაში“ მთელი წლის განმავლობაში იგეგმება. თანასწორი სამუშაო გარემოს მეტი ხელშეწყობისათვის ჰოლდინგში შესაბამისი პოლიტიკაა შემუშავებული, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2500-ამდე თანამშრომლით დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved