• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამბობენ, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ჰოლივუდური  სცენარის მიხედვით მოხდა… ეს არ იყო ჰოლივუდი, ეს იყო ბოლივუდი“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:01 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,686

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი:

„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შექმნილ ვითარებაში გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურება, მისი მაქსიმალურად დამცირება. არა ფიზიკური განადგურება, როგორც ოპოზიცია აპელირებს ამაზე, არამედ მორალური და პოლიტიკაში ასე ხდება. მთავარი ამოცანა პოლიტიკური გახლავთ, ვიღაცისთვის ავტორიტეტის მორალური განადგურება, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ყოფნა არანაირ პრობლემას აღარავისთვის აღარ წარმოადგენს.

ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ჰეროიზაცია, ერთგვარი ლეგენდა შეიქმნას და პოლიტიკური სიმწვავე ამით კი არ ჩაქრეს, პირიქით უფრო გაძლიერდეს და აგრესიული გახდეს.

სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, მომეჩვენა, რომ გარკვეულ თანამშრომლობას კრიმინალსა და ხელისუფლებას შორის, აი ამ დადგმულ სცენარში ადგილი ჰქონდა. მთელი ეს ოპერაცია კრიმინალური მენტალიტეტით იყო დადგმული. ამბობენ, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ჰოლივუდური  სცენარის მიხედვით მოხდა, თუმცა ვფიქრობ, მისი გადაყვანის კადრები –  ეს არ იყო ჰოლივუდი, ეს იყო ბოლივუდი.

ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლების გახლდათ ის, რომ გარკვეულ პროვოკაციაზე წამოეკიდებინა ოპოზიცია და დრო სააკაშვილის გადაყვანის ამაზე მეტყველებს, რომ ემოციებს აყოლილი ოპოზიცია სადღაც შევარდნილიყო ხელისუფლება, როგორც ჩანს ამისთვის ემზადებოდა. უნდა შექმნილიყო ფორმალური საფუძველი მერე, რომ გაელახათ ყველა და ყველაფერი და ზუსტად იმავე სცენარს იმეორებდნენ, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩემს და ჩემი მეგობრების მიმართ განახორციელა. ეს ხდება ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოში არის უზარმაზარი პრობლემები“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.

წყარო: pia.ge

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved