• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამის არდანახვა თვალების დაბრმავება იქნება“ – ნანა კაკაბაძის 12 პუნქტი

ალია ავტორი - ალია
13:18 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

,,რა არის სასამართლო რეფორმა

დღეს ყველაზე მეტი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან ისმის სასამართლო სისტემის მიმართ.

კურიოზია, რომ ამ კრიტიკის ავანგარდში ის პოლიტიკური პარტიები და ენჯეოები არიან, რომლებიც ადეიშვილის ჯიბეში მჯდომი, პროკურატურის დანამატად ქცეული სასამართლოს შემოქმედები იყვნენ.

ისინი თვალებს ხუჭავდნენ ნაცების დროინდელ სამარცხვინო დაწესებულების სამარცხვინო საქმეებზე. ხალხმა სააკაშვილ-ადეიშვილის კანტორას, სასამართლოს ნაცვლად უსამართლო დაარქვა.

სასამართლოს დღესაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმის არდანახვა, თუ რა სისტემური ცვლილებები გატარდა სასამართლოში, თვალების დაბრმავება და ქვიშაში თავის ჩაყოფა იქნებოდა. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოებში ბოლო 10 წელიწადში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

1. არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების ოდენობა დღევანდელ სასამართლოებში მინიმუმ 10-ჯერ აღემატება სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოების მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს.

2. დღევანდელ სასამართლოში ბრალდებულებისთვის დადგენილი გამამართლებელი განაჩენები მინიმუმ 10-ჯერ აღემატება სააკაშვილ-ადეიშვილის ჯიბის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

3.პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრების რაოდენობა 10 ათასით ნაკლებია წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით.

4.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სასამართლოები, გამოყენებული იყვნენ საპროცესოებითა და ჯარიმებით ბიუჯეტის შესავსებად, რაც განაპირობებდა მოსახლეობის განკულაკება-გაღატაკებას.
დღეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, საპროცესო შეთანხმებისას ჯარიმების ოდენობა მინიმუმ 70-ჯერ ნაკლებია.

5.სააკაშვილ-ადეიშვილის ჯიბის სასამართლოსგან განსხვავებით-(სადაც ფაქტიურად ცემისგან დახეიბრებული ან ნაწამები პატიმრები მიყავდათ) დღევანდელ სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, თუ პატიმარი წინასასამართლო სხდომაზე დაიჩივლებს დაკავებისას ან გამოძიების პერიოდში მის მიმართ არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, მაშინვე გადაგზავნოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში და დაავალოს მას სასწრაფო გამოძიება.

6. განსხვავებით სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოსგან, კანონმდებლობის ცვლილების საფუძველზე მოსამართლეებს აქვთ უფლება, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ბრალდებულს შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელი (რისი უფლებაც ადეიშვილის დროს ჩამორთმეული ქონდათ). მოსამართლეები შეზღუდულები აღარ არიან ე. წ. „გაიდლაინებით“, რომლებიც ყოველგვარ ინდივიდუალურ მიდგომას შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული საქმეების მიმართ.

7. ბოლო 10 წელიწადში მინიმუმ 10-ჯერ არის შემცირებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში როგორც მიმართვის, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოს გამტყუნების ფაქტები.

8. ბოლო 10 წელიწადში მოხდა ნარკოტიკული დანაშაულის დიფერენციაცია და მცირე დოზებთან დაკავშირებით სასჯელები შემსუბუქდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოხდა დეკრიმინალიზაცია.

9. “ქართული ოცნების”მმართველობის დროს მოხდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. დავიწყებას მიეცა სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც 14 წლის ბავშვებს 14 წლით პატიმრობას უსჯიდნენ.

10. ოცნების მმართველოს პერიოდში, ბოლო 10 წელია სასამართლო სხდომები გახდა საჯარო და ყველა ჟურნალისტს შეუძლია დასწრებაც და ვიდეოგადაღებაც, რამაც სრულად შეცვალა 10 წლის წინანდელი სიტუაცია, როდესაც სასამართლო სხდომაზე ყველა დამსწრეს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მობილურ ტელეფონებს გარეთ ატოვებინებდნენ. დღეს თვითონ სასამართლო ახდენს ყველა სხდომის ვიდეო-აუდიო ჩაწერას და ადვოკატს შეუძლია სხდომის მეორე დღესვე მიიღოს ეს ჩანაწერი.

11.სასამართლოზე დამსწრე პირთა მიერ ხმაურის ან წესრიგის რაიმე ფორმით დარღვევის შემთხვევაში ნაცების დროს დაწესებული იყო ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე ოდენობით, დღეს ეს ოდენობა კანონით შემცირებულია 10-ჯერ და ჯარიმის ოდენობა შეადგენს 50-დან 500 ლარს.

12. და ბოლოს: დღეს ყველაზე მეტს ის პოლიტიკური პარტიები ყვირიან მურუსიძე-ჩინჩალაძის „სასამართლო კლანზე“, ვინც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველაზე აქტიურად იბრძოდა, რომ მოსამართლეების ცვლილება არ მომხდარიყო, არც ერთი მოსამართლე ვადის ამოწურვამდე სახლში არ გაეშვათ, რაც განხორციელდა კიდეც.

აქ საქმე მარტივადაა: მაშინ დამარცხებული პოლიტიკოსებისა და მათი სატელიტი ენჯეოების კლანს იმედი ჰქონდათ, რომ ძველი მოსამართლეები ვერ შეძლებდნენ პროკურატურის მორჩილებისგან განთავისუფლებას, ხოლო პროკურატურაშიც მათი ძველი კადრები ისევ ძველებურად გააგრძელებდნენ პოლიტიკური დავალებების შესრულებას და ამის საშუალებით მალე მოახდენდნენ პოლიტიკურ რევანშს.

სასამართლო სისტემაში „კლანი“ მხოლოდ მას შემდეგ “აღმოაჩინეს” მაფიოზებმა, როცა დაინახეს, რომ მოსამართლეები განთავისუფლდნენ ადეიშვილის დიქტატისგან და გახდნენ მათთვის უმართავები.
სასამართლოზე ატეხილი ჟივილ-ხივილის მიზეზიც მხოლოდ ეს არის.

ყბადაღებული „რეფორმების“ შინაარსი გამოიხატება იმაში, რომ ხელისუფლებამ, ოპოზიციურ- მაფიოზური კლანის მორჩილი იურისტები უნდა გაამწესოს მოსამართლეებად.
ეს არის და ეს.

მხოლოდ ამ მიზეზის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები მათთვის რეფორმებად არ მიიჩნევა.

პ.ს. მოსამართლეებზე კლანი-კლანის ძახილი სასამართლოსადმი უნდობლობის გაჩენაზე, მოსამართლეების დათრგუნვაზე და სისტემის ჩამოშლაზეა გათვლილი,”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved