• რეკლამა
  • კონტაქტი
20:32, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გავლენას მოახდენს ევროპული წარმოების ფრთოსანი რაკეტები უკრაინაში ომის მსვლელობაზე? – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
16:33 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
რა გავლენას მოახდენს ევროპული წარმოების ფრთოსანი რაკეტები (Storm Shadow / SCALP) უკრაინაში მიმდინარე ფართმასშტაბაინი ომის მსვლელობაზე?
??????????პოლონეთში დაიწყო უკრაინულ Su-24 ტიპის მძიმე საფრონტო ბომბდამშენებზე NATO-ს შეარაღებაში არსებული ფრანგულ-ბრიტანული წარმოების საჰაერო ბაზირების Storm Shadow” -ისს ფრთოსანი რაკეტების ადაპტირება…
Storm Shadow / SCALP-ი არის ჰაერი-მიწა კლასის ფრთოსანი რაკეტა. შექმნილია წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად მაღალი ღირებულების ფიქსირებულ ან სტაციონალურ სამიზნეებზე.მისი გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, რთულ ამინდშიც კი, იმის ფონზე როცა მტერი იყენებს რადიოელექტრონულ კონტრზომებს, ის რადარებისთვის ფაქტობრივად უხილავია. საექსპორტო ვერსიის მოქმედების დიაპაზონი 250 კილომეტრს შეადგენს…
??????Storm Shadow / SCALP-ი ექსპლუატაციაში შევიდა სამეფო საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო ძალებში 2003 წელს და გამოიყენებოდა სპარსეთის ყურეში, ერაყსა და ლიბიის კონფლიქტებში. Storm Shadow / SCALP-ის გამოყენების მაგალითები გვაქვს Tornado-ს, Rafale-ს, Mirage 2000- Eurofighter Typhoon-ის მრავალფუნქციური გამანადგურებლებიდან, უკრაინულ Su-24-ებზე მისი ადაპტირებით შეგვიძლია ვთვქათ რომ:
??1) უკრაინის არმიის ექნება უფრო მეტი მანევრის შესაძლებლობა დაგეგმოს და განახორციელოს სამხედრო ოპერაციები ფრონტის მიმართულებებზე, იმის ფონზე როცა საუკაპაციო ძალები ახდენენ გადაჯგუფებას და ახალი თავდაცვის ხაზების მოწყობას. Su-24-ების საფრონტო ბომბდამშენებით Storm Shadow / SCALP- ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება არ იქნება მხოლოდ ეპიზოდური, (როგორც ეს ხდება რუსეთის შემთხვევაში…) არამედ მოხდება კოორდინაცია უკრაინის სახმელეთო ძალებთან კონკრეტული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რათა მისი გამოყენების შემთხვევაში ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მისი აღმოჩენა რუსული რადარებისათვის დამატებითი თავსატეხი იქნება, გამომდინარე აქედან საჰაერო ბაზირების რადარსაწინააღმდეგო AGM-88 harm-ებთან ერთად (რომელის ადაპტირება მოხდა უკრაინულ Su-27-ებსა და Mig-29-ებზე და რომელიც გამოიყენება რუსული რადიოელექტრონული/რადიოლოკაციური სისტემების ჩასახშობად) მნისვნელოვან კარტბლანშია უკრაინის არმიისათვის…
??⚔️2) უკრაინის არმიას აქამდე არ გააჩნდა ფრთოსანი რაკეტები,მიუხედავად Himars/M270/Mar II-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ეფექტურობისა რომლის გამოყენებით ხდება რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზების, ყაზარმების, საბრძოლო მასალების საცავების, ინტენსიურად დაბომბვა (რომლის გამოყენებით შეძლო უკრაინის არმიამ ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე უპირატესობის მოპოვება,) მათი მოქმედების არეალები შეზღუდულია მანევრის თვალსაზრისით(რაც გულისხმობს იმას რომ აღნიშნული რექატიული სისტემების გადასროლა და უნდა მოხდეს ფრონტის გარკვეულ მიმართულებასთან გარკვეულ დისტანციაზე, რაც დროს მოითხოვს ასევე ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან რათა რუსულმა ძალებმა ვერ შეძლონ მათი აღმოჩენა), ძირითად იყენებენ Guided MLRS Unitary-სა და Guided MLRS Alternative Warhead (AW)-ის მოდიფიკაციის რაკეტებს რომელთა საცეცხლე დაფარვის დიაპაზონი 70-90 კილომეტრს შეადგენს, გამომდიანრე აქედან Storm Shadow / SCALP-ის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების(რომლის ადაპტირება მოხდება Su-24-ის მძიმე საფრონტო ბომბდამშენზე) გამოყენებით იზრდება, უკრაინიის არმიის როგორც მანევრის შესაძლებლობა, არამედ მტრის ზურგში მაღალი დანიშნულების სახმედრო ობიექტებზე დაბომბვის შესაძლბელობაც. რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზები უკრაინული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ინტენსიური დაბომბვების შედეგად რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ოკუპანტებმა დაიწყეს ფრონტის ხაზებიდან მოშორებით საბრძოლო მასალებისა და ძირითადი სატრანსპორტო მომარაგების ცენტრებისა და სამეთაურო პუნქტების გადატანა, რამაც გაართულა რუსული არმიის მართვის ვერტიკალი, თუმცა ოკუპანტების მასირებული სარაკეტო დაბომბვების შემდგომ(რასაც მოჰყვა უკრაინის გენშტაბის სამხედრო-დაგეგმარებითი ოპერაციების კორექტირება) ოკუპანტებმა დაიწყეს გადაჯგუფება, ცდილობენ სარაკეტო დაბომბვების ეფექტი გამოიყენონ ფრონტებზე ვითარების გამოსასწორებლად ასევე დაიწყეს შეტევების იმიტაცია(დიდი დანაკარგების მიუხედავად) ფრონტის მიმაართულებებზე(ხარკოვი, ლუჰანსკი, დონეცკი) და ზურგში თავდაცვის ხაზების მოწყობასთან ერთად ლოჯისტიკის გაუმჯობესება, სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ვითარების საპასუხოდ ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow / SCALP-ები უკრაინის არმიისათვის იქნება უმნიშვნეოვანესი რომ რუსების მცდელობა, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ინიციატივის მოპოვება აღკვეთონ…
??3) უცნობია რა რაოდენობის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება მოხდება უკრაინისათვის, ასევე უცნობია ექნება თუ არა უკრაინის მოკავშირეებს დამატებითი წინაპირობა რომ მათი გამოყენება არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების დასაბომბად, თუმცა ამის პრაქტიკური შესაძლებლობა უკრაინის არმიას ექნება, ძირითადი სამიზენეები სავარაუდოდ ამ შემთხვევაში იქნება უკრაინის საზღვრების სიახლოვეს არსებული რუსული ავიაბაზები(სადაც განთავსებულია რუსული საფრონტო და საარმიო ავიაცია) სამხედრო ლოჯისტიკური კვანძები და ყაზარმები. ამასთანავე თუ პუტინი შეძლებს ბელორუსის არმიის იძულებით ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებში(სავრაუდოდ ლუცკი-ლვოვის მიმართულებაზე ბელორუსიის ბრესტის ოლქის მხრიდან) ამ შემთხვევაში უკრაინის არმია დიდი ალბათობით დაბომბავს რუსულ სამხედრო ობიექტებს ბელორუსის ტერიტორიაზეც…
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს!????
თეგები: რუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved