• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ს საელჩო სატანის მსახურების მკვებავია… ანტიქრისტე ამას ვერ შეძლებს…” – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:49 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

დღეს, ე.წ. ოცნებიდან წასულების გუნდმა, “ხალხის ძალამ” კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ისევ აშშ–ის საელჩო დაადანაშაულა.

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, წერს:

„ხალხის ძალა“ თავის დღევანდელ წერილში შეეხო საქართველოს ყველაზე საბაზისო ღირებულებების დაცვას, რის გარშემო უნდა გაერთიანდეს ერიც და ბერიც. ისეთი მცნებები, როგორიც არის „სიყვარული“, „ჭეშმარიტება“ და „თავისუფლება“ არა – „რა“, არამედ „ვინ“ კატეგორიას განეკუთვნება და ეს „ვინ“ არის უფალი ღმერთი. მისი დაუძინებელი მტერი, სატანა – ასევე ხასიათდება „ვინ“ კატეგორიებით და ესენია: „სიცრუე“, „სიძულვილი“ და „ძალადობა“.
ამ საუკუნოვან „ასიმეტრიულ“ ბრძოლაში ატარებს კაცობრიობა თავის ყოველდღიურობას, განსაკუთრებით მძვინვარებს ეს ომი საქართველოში, სადაც სატანის „პირმშო“- ანტიქრისტე ვერ გადააქცევს ამ ღვთივკურთხეულ მიწა-წყალს, თავისი გარდაუვალი დამარცხებისთვის განწირული მიზნების ხორცშესხმის მოედნად. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ვერც ერთმა ამა თუ იმ იმპერიის სათავეში მყოფმა სატანის მოციქულმა, ვერ მოახერხა ამ ქვეყნის გადამრჩენი სამ-იპოსტასიური ძალის დამარცხება – ვერც მამულის, ვერც ენისა და ვერც სარწმუნოების დონეზე.
დღეს ამ წარუმატებელი ბრძოლის ავანგარდში, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე დაუფარავად ჩადგა აშშ-ს საელჩო, რომელიც აცდენილია არა მხოლოდ საქართველოს წარსულის, აწმყოსა თუ მომავლის შეგრძნებას, იგი აცდენილია საკუთარი ქვეყნის დამაარსებელი და დამფუძნებელი მამებისა და ამჟამინდელი ამერიკული საზოგადოების სოლიდური ნაწილის სულისკვეთებას.
დღევანდელ საქართველოში, ამ ეტაპზე სწორედ აშშ-ს საელჩო წარმოადგენს სატანის მსახურების მკვებავ ორგანიზაციას, რომელიც „ენ-ჯე-ო“, პოლიტიკურ და მედია სექტორებში თავისი ფართოდ დაქსელილი რეზიდენტურებისა და აგენტურის მეშვეობით, ტოტალურ სიცრუეზე, სიძულვილისა და ზიზღის ენაზე, ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობის განხორციელებით ცდილობს ჩვენი მოსახლეობის სრულ „გენმოდიფიცირებას“, ჩვენი მენტალობის „გენოციდს“, ჩვენი სარწმუნოებრივი და ტრადიციული ღირებულებებისადმი მაქსიმალური ზიანის მიყენებას.
მათ ააგეს ჩვენს საბაზისო ფასეულობებსა და მოსახლეობას შორის – „გოდების კედელი“, რომლის წინაშე ყველა ჯანსაღი ქართველი ტრადიციონალისტი და კონსერვატორი ასოცირდება „ჩამორჩენილ რეტროგრადთან“. მათ აკრძალულ კატეგორიაში აიყვანეს ამ ქვეყანაში ელემენტარული დადებითი ემოციის გამოხატვა, ჩვენს ტრადიციულად საამაყო სფეროებში: კულტურა, სპორტი, მეცნიერება – ნებისმიერი წარმატება გაშმაგებული შემართებით იდევნება, გადაიფარება ნეგატიური აღქმებით, დეპრესიული ფონით, მოსახლეობაში მუდმივი „დამარცხებულის სინდრომის“ გაღვივების მიზნით.
საქართველოს აწმყოზე დაუფარავი სატანისტური ექსპერიმენტების, მისი ღია და ცინიკური შეურაცხყოფის არენად გადაიქცა დღეს სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური პლატფორმებიც, რომელთა უსამართლო, დისკრიმინაციული, დეზინფორმაციული, ცილისმწამებლური განცხადებები თუ რეზოლუციები საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში მიზანმიმართულად იწვევენ ასეთი დასავლეთისა და ასეთი ფასეულობების მიმართ მკვეთრ და მზარდ საპროტესტო ტალღას და მიუღებლობას.
ხშირ შემთხვევაში, ამ ანტიქართული დემარშების უკან დგანან საეჭვო საბჭოური წარსულის მქონე დღევანდელი ევროპარლამენტარები, ქართული მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა მონაწილეობით და აშშ-ს საელჩოს თითქოს და გაუგებარი წაქეზებით. მაგრამ ეს გაუგებრობაც ადვილად ასახსნელია – ადამიანის ღვთაებრივ თავისუფალ ბუნებაზე ტირანიის განმახორციელებელი ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, განურჩევლად მათი სახელმწიფოებრივი კუთვნილებისა – უფალთან და ღვთისმშობელთან ბრძოლაში, კოლეგიალურად სატანის მოციქულებს და ერთმანეთის სიტუაციურ მეკავშირეებს წარმოადგენენ. ასეა საქართველოშიც – 2003 წლიდან დღემდე.
მაგრამ ამ ყველაფერს უნდა მოეღოს ბოლო – და ამ პროცესის დასაწყისი იწყება სწორედ იმ უფლის ღიად ქადაგებით, რომელიც არის: სიყვარული, ჭეშმარიტება და თავისუფლება. „ხალხის ძალის“ საპატიო მისია სწორედ იმაშია, რომ უფლის გარშემო ერისა და ბერის გაერთიანებით ხელი შეუწყოს – სიცრუის, სიძულვილისა და ძალადობის დამარცხებას, ამის უკან მდგომი ნებისმიერი „ავტორიტეტების“ იგნორირებით…

ვთანამშრომლობთ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად – აშშ–ის საელჩო

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved