• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა” – თამთა მიქელაძე

ალია ავტორი - ალია
21:18 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე:
დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ ორმაგი და წინააღმდეგობრივი განმარტებები მიეცა ჩვენს რეალობაში.
ევროპულმა სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევები დაადგინა დეკანოზი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, რომელიც საჯარო პროცესზე უფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას უკავშირდება. ამ ნაწილში გაკეთებული განმარტებები სხვა არ ერთი საქმისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში. ამ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვისთვის.
ჩემი აზრით, ამ საქმეში სწორედ ჩხრეკის პროცედურის დროს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების) დარღვევა და მისგან გამომდინარე მე- 6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევა თვალსაჩინო იყო. თუმცა. ვერ მივხვდი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-8 მუხლზე ცალკე მსჯელობა რატომ არ იყო წარმოდგენილი და რა ეტაპზე არ გახდა ეს მუხლი დამოუკიდებელი მსჯელობის საგანი სასამართლოსთვის. მე-8 მუხლის ფარგლებში ჩხრეკასთან დაკავშირებულ დეტალებზე მსჯელობა ბევრად ნიუანსირებული იქნებოდა, ვიდრე ეს მხოლოდ მე-6 მუხლის ქვეშ მოხდებოდა.
ამ პირობებში კარგად არის გასააზრებელი და ერთი შეხედვით თქმა რთულია, როგორია საქმის ხელახალი გახსნის/განხილვის პერსპექტივებიც. საინტერესოა ამ საქმის აღსრულებასთან კავშირში რა ინდივიდუალურ ზომებს დაადგენს მინისტრთა კომიტეტიც, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
თეგები: თამთა მიქელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved