• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსკოვის კანდიდატი – პატრიარქმა დატოვოს საპატრიარქო, შემდეგ ქართველმა ერმა გადაწყვიტოს და არა კრემლმა” – პეტრე ცაავა

ალია ავტორი - ალია
00:14 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
491

“თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, პატრიარქის სავარაუდო გადადგომაზე გაკეთებულ განცხადებებს და ანდრია ჯაღმაიძის პასუხს, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი არ აპირებს გადადომას, ეხმაურება და ამბობს:

პატრიარქი, როგორც საბჭოთა სამღვდელოების წარმომადგენელი და საბჭოთა სპეც-სამსახურების მიერ დანიშნული და არა არჩეული, რომლის არჩევასაც, თავად რუსეთის პატრიარქი ესწრებოდა, აქედან უნდა დავიწყოთ, რომ საერთოდ, უკანონო და არალეგიტიმურია მისი არსებობა. დიახ, არალეგიტიმურია მისი არსებობა, 1983 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა ის ამხილა ე.წ. სოდომის ცოდვის მფარველობაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სუფევდა! არალეგიტიმურია მისი არსებობა ამ ტახტზე 2017 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მან ე.წ. მოსაყდრე დაასახელა, თუმცა, შემდეგ არ გადადგა და არ მისცა მოსაყდრეს დებულებით მისთვის გათვალსწინებული უფლება-მოვალეობის აღსრულების შესაძლებლობა, რაც პატრიარქის არჩევის სხდომის მოწვევას გულისხმობდა; არალეგიტიმურია მისი არსებობა 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტმა პეტრემ ის პირადად ამხილა სოდომის ცოდვაში და მოითხოვა საეკლესიო სასამართლოს ფორმატში ამ წაყენებული ბრალის დამტკიცება და სამი წელია პატრიარქი სდუმს, ამაზე არანაირი სასამართლო არ ჩატარებულა, მე არ მომეცა უფლება ამ ბრალის დამტკიცებისა. ბრალდებები ჩვენ უკვე მოვისმინეთ სატელევიზიო ფორმატითაც იმ დაზარალებული ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისგან, რომლებიც ამხელენ მას ძალადობაში. ჩვენ ბუნებრივია, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში პატრიარქი სდუმს, სინოდი სდუმს და საზოგადოებაც კი სდუმს ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში.

გარეშე ძალები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი საქართველოს იერარქიით. იქნება ეს კრემლი, თუ რუსული სპეც-სამსახურები, რომლებმაც გავლენები შეინარჩუნეს საქართველოს საპატრიარქოზე. საქართველოს საპატრიარქოს კანდიდატურა ახალ პატრიარქთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში რუსეთის სპეც-სამსახურებისა და მოსკოვის საპატრიარქოს კანდიდატურას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, ჯერ ამ კუთხით უნდა აღსრულდეს სამართლიანობა, მან დატოვოს, საპატრიარქო, თუ მოსაყდრე დაასახელა და ასევე, მხილებულია მძიმე დანაშაულებებში და ამ ბრალდებებისგან ის თავს ვერ იმართლებს და ვერც გაიმართლებს, რადგან ბრალდება არის ჭეშმარიტი! იმის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება ახალი პატრიარქის არჩევა. მე მიმაჩნია, რომ ქართველმა ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა რუსულმა სამსახურებმა. 45 წელია დღემდე გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული პატრიარქი. მთავარია, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავდეს, დანიშნული პატრიარქი, საქართველოს უნდა ჰყავდეს ღვთისგან და ერისგან რჩეული პატრიარქი, როგორც ხმა ღვთისა და ხმა ერისა.

ახალი პატრიარქობის კანდიდატს ღმერთი გამოაჩენს! საპატრიარქო ბოროტების ბუდეა და შეუძლებელია ამ ბოროტების ბუდეში რაიმე ჯანსაღი არსებობდეს და იქედან მოევლინოს ღვთის რჩეული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მაგრამ ქართველმა ერმა არ უნდა დათმოს, რადგან ეკლესია არის ერის სული და ეს უმნიშვნელოვანესი არჩევანი იქნება. ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ღირსების საკითხი იქნება საბჭოთა ერისთვის პოსტ-საბჭოთა ეპოქაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველად დადგება დღის წესრიგში ახალი პატრიარქის არჩევა.

 

 

თეგები: პეტრე ცაავასაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved