• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარია… სინოდი არ არის წინააღმდეგი მისი გათავისუფლების” – პეტრე ცაავა

ალია ავტორი - ალია
00:05 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

“თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ, გიორგი მამალაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ დეკანოზი პატრიარქის პირადი პატიმარია. იგი ეხმიანება 28 ოქტომბერს სინოდის წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც წმინდა სინოდი თანახმაა, გიორგი მამალაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდა.

პეტრე ცაავა:

დავიწყოთ იქედან, რომ სინოდი არ შეკრებილა და ყველა წევრი განცხადებას ვერ გააკეთებდა. განცხადება გააკეთა მასხარა, უპასუხისმგებლო მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. შესაბამისად, სამი წლის წინაც, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, თითქოს, პატრიარქმა და მთელმა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს, რაც ასევე, თაღლითობა აღმოჩნდა და ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს, სამი წლის მანძილზე პრეზიდენტი არ აკმაყოფილებს პატრიარქისა და სინოდის წევრების ერთობლივ მოთხოვნას. მას შემდეგ, ჩვენ ვნახეთ არაერთი ვოიაჟები მათი შეხმატკბილებული ურთიერთობის: პრეზიდენტის პატრიარქთან, მათი ერთობლივი ვიზიტები ევროპაში და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა დამაფიქრებელია და ჯანსაღი საზოგადოების ნაწილს არ სჯერათ სინოდისა, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხებში. ერთი კონკრეტული სინოდის წევრის გავლენა არ უნდა იყოს უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე, თუმცა, სინოდი ნამდვილად არ არის წინააღმდეგი გიორგი მამალაძის გათავისუფლების და ეს მეც შემიძლია დავადასტურო. წინააღმდეგია პატრიარქი და მისი ბანდა, მისი გარემოცვა, მისი მდივან-რეფერენტი და ა.შ. პატრიარქის ნების შემთხვევაში, უდანაშაულო, ავადმყოფი და პარალიზებული მღვდელი ამდენი ხანი პატიმრობაში არ დარჩებოდა, ის რომ არ იყოს პატრიარქის პირადი პატიმარი.

ვინაიდან, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, მიზეზებს ჯერ სიღრმისეულად არ განვიხილავ. მირჩევნია, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ, ან თავად მამაომ ისაუბროს, როცა გათავისუფლდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და თვითონ გააკეთებს განცხადებას. რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა დაბრუნდეს სინოდის, ანუ, საეკლესიო სასამართლოს ფორმატში.

ბუნებრივია, რომ მათ ძალიან აღელვებთ გადაწყვეტილების გამოცხადების მოახლოება. მით უმეტეს, ხელისუფლებას ევროპასთან ურთიერთობაში ბევრად უფრო არაკომფორტულ სიტუაციაში აგდებს, უკრაინის ომისა და რუსეთის ნეოფაშიზმისა და ნეორასიზმის შემდგომ.

პეტრე ცაავა, მის განდევნას ეკლესიიდან, სწორედ “ციანიდის საქმეს” უკავშირებს და ამბობს:

ეს იყო ყოვლად უსამართლო, ეს იყო მხოლოდ პატრიარქის შურისძიება ჩემზე. არათუ სასჯელი, პირველი გაფრთხილებაც კი, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა 2017 წლის მარტის სინოდის სხდომაზე, იმის გამო, რომ მე უნდობლობას ვუცხადებდი საქართველოს პროკურატურას, ერთადერთი გამონაკლისი ვიყავი, რომელიც ვამტკიცებდი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არანაირი ციანიდით არ მიემგზავრებოდა ევროპაში, მით უმეტეს პატრიარქის, თუ მისი მდივან-რეფერენტის მოსაწამლად. პროკურატურის წარმომადგენლები, დეკანოზ მამალაძეს კითხვებს არარსებული ციანიდის არსებობა-არარსებობაზე კი არ უსვამდნენ, არამედ, საპატრიარქოში არსებულ მორალურ და ზნეობრივ დარღვევებზე. გავაპროტესტე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე და ვითხოვდი ერთსულოვნებას სინოდის წევრების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა არ მოხდა და პირველი გაფრთხილებაც კი უკანონო იყო. ამის შემდეგ, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ერთი გაფრთხილება უკვე მქონდა, რჯულის კანონის თანახმად, მხოლოდ მეორე გაფრთხილებით უნდა შემოფარგლულიყო 2019 წლის სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, პატრიარქი შურისმაძიებელია და ეს იყო ყოვლად უკანონო შურისძიება.

თეგები: გიორგი მამალაძეპეტრე ცაავასაქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved