• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფომ დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში 155 ობიექტიდან 17 გაყიდა – შედეგები

ალია ავტორი - ალია
19:47 10-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე ფასდაკლებით გამოტანილი 155 ობიექტიდან 17 ობიექტი გაიყიდა.

ინფორმაციას BM.GE ქონების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გასაყიდად 5 ოქტომბერს გამოიტანა. ქონების პრივატიზების დაჩქარების მიზნით გამოცხადებული აუქციონები კი 19 ოქტომბერს დასრულდა.

სახელმწიფომ ქონების პრივატიზებით 11 281 750 ლარი შემოსავალი მიიღო. უწყების ინფორმაციით, აუქციონების უმრავლესობა 13 აუქციონი 1 ბიჯით შედგა. რამდენიმე აუქციონზე კი მაღალი ინტერესი გამოიკვეთა.

კომპანიები და ფიზიკური პირები სახელმწიფო ქონების შესყიდვით, როგორც დედაქალაქში, რეგიონებში დაინტერესდნენ, შესაბამისად 6 ქონების პრივატიზება თბილისში მოხდა, დანარჩენი უძრავი ქონება კი სახელმწიფომ მცხეთაში, რუსთავში, ოზურგეთში, ვანში, ნინოწმინდაში, გორში, თეთრიწყაროს და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გაიყიდა.

გაყიდული მიწის ნაკვეთებიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობიდან ქუთაისში 3 145 000 ლარად მიხეილ ჩუბინიძემ, თბილისში 1 105 000 ლარად შპს ლე მონდემ და ასევე თბილისში 1 435 000 ლარად აბილახ მურადოვმა შეიძინეს.

5 ოქტომბერს გამოცხადებულ აუქციონზე პრივატიზებული ქონების სრული სია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved