• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკა გიგაურს ვპასუხობ – ამას მისი გონება ვერ ხვდება?” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:39 10-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“ეკა გიგაურს ვპასუხობ. არავითარი დოკუმენტი პატრიოტთა ალიანსის რუსული დაფინანსების შესახებ არასდროს არ არსებობდა, არ არსებობს და არ იარსებებს მომავალშიც! ნაცმოძრაობის მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კომპიუტერზე დახატა ცხრილი, რომელიც ძალიან ჰგავდა ამერიკული სტანდარტის საგრანტო ცხრილს. რაც მთავარია, ამ ცხრილში პატრიოტთა ალიანსი ნახსენებიც კი არ იყო. სასაცილო პუნქტები იყო ჩამოთვლილი: სუვენირების და ბროშურების დამზადება, სიმღერის ფესტივალი და ა.შ. ეს ცხრილი გამოდეს ინტერნეტში და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უბრალოდ, განაცხადეს, რომ ცხრილი, თურმე, პატრიოტთა ალიანსს ეხება. ამასთან, არავითარი მტკიცებულება არც მაშინ, არც შემდეგ არავის არ წარმოუდგენია. უბრალოდ, ააგორეს შავი პიარ-კამპანია. ბოლოს გაირკვა, რომ არც სუვენირები, არც ფესტივალები და არაფერი მსგავსი პატრიოტთა ალიანსს არჩევნებისას არ განუხორციელებია, არც მსგავსი თანხები არ დახარჯულა ანუ ყველაფერი შავი პიარ- ტყუილი იყო, მაგრამ ბოდიში არავის მოუხდია. ეკა გიგაურის დღევანდელი განცხადება არის სრული უზნეობა და უსინდისობა და მე ვითხოვ მისგან რაიმე მტკიცებულებას (1% მაინც დაამტკიცოს). თუ არა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.
P.S. ათი წუთი მჭირდება, რომ ზუსტად ასეთი ცხრილი დავხაზო, ინტერნეტში გამოვდო და შემდეგ, უსაფუძვლოდ განვაცხადო, რომ ეკა გიგაურს რუსეთი აფინანსებს. აი, ამას ეკა გიგაურის გონება ხვდება?”

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსული წყაროებით სავარაუდო დაფინანსებაზე არსებობდა დოკუმენტები, მაგრამ…” – ეკა გიგაური

თეგები: ეკა გიგაურიირმა ინაშვილიპატრიოტთა ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved