ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მათი ინფორმაციით, აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.
ცნობილი ხდება, რომ რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინაცვლა.
კომენტარები