• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს? გაიყიდა დავით გარეჯი, ჩემო კარგო, გაიყიდა ნავთობ-წილებში“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
23:00 10-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,614

 ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

 

– აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილხამ ალიევი იყო თბილისში ვიზიტით და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „მოტეხეს“. არც ზურაბიშვილის მომხრე ვარ, არც ხმა მიმიცია მისთვის არც ერთ ტურში, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს?

– კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი და მთავარსარდალი. მოგწონს, არ მოგწონს, ფაქტობრივად, ასეა. უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, უცხო ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმებოდა და პრეზიდენტი საქმის კურსშიც არ ჩააყენეს. ეს წარმოუდგენელია, კონსტიტუციის დარღვევაა, რაც დასჯადი ქმედებაა. მერე, ილხამ ალიევი რომელიმე სახელმწიფო უწყებაში კი არ მიიღეს, მცხეთაში, კერძო რესტორან „შატო მუხრანში“ შეხვდა მას ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად და მერე, არაოფიციალურად, ფარულად ბიძინა ივანიშვილი. ამის გამო გადაწყვიტეს რესტორანში შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ეს რესტორანი ეკუთვნის პუტინთან და მის გარემოცვასთან დაახლოებულ შვედ ბიზნესმენს, რომელიც პუტინმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა და ბევრ რუსულ პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. ამ საიდუმლო შეხვედრაზე დაალაგეს ყველაფერი, რაც აინტერესებდათ. გაიყიდა დავით გარეჯი, რაც ისტორიული ღალატია და მოვა დრო და ამაზე აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გაიზარდება ნავთობპროდუქტებისა და გაზის გადაზიდვა. მათ შორის, დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ბაქო-სუფსის მილსადენი, თავისთავად სუფსის ტერმინალიც. გარდა მაგისა, აზერბაიჯანიდან გაიზრდება ელექტროენერგიის იმპორტი და აქაც გამტარი საქართველო უნდა იყოს. მოგეხსენებათ. ამ საკითხებს არეგულირებდა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაასანქცირა და მალე ევროკავშირი და ამერიკაც დაასანქცირებენ. მამაცაშვილს ამ სანქციების გამო ჩაანაცვლებენ სხვა პიროვნებით თუ არა, ესეც გასარკვევი აქვთ. ნაღდია, ერთ კაცს არ გადააყოლებენ მრავალმილიარდიან გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ალიევი და ივანიშვილი აპირებენ. ეს საკითხები განიხილეს, უფრო მეტი ფული როგორ იშოვნონ, მაგაზე იყო ლაპარაკი.  ამის გაგრძელება იყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში, სადაც შეხვდა პუტინის ერთადერთ მოკავშირეს ევროკავშირში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და ზუსტად აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იყო მათი შეხვედრის მთავარი თემა.

– „შატო მუხრანის“ საიდუმლო შეხვედრისას, დავით გარეჯის შესაძლო გაყიდვაზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს?

– მეტი რაღა მტკიცებულება გვინდა? აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და ამ სადავო საკითხზე სიტყვა არ დაუსველებიათ. ჩიჩხიტურისა და აღდგომის მონასტრები აზერბაიჯანელებს უკავიათ, მათი სასაზღვრო ჯარი დგას და ქართველებს არ უშვებენ ამ მონასტრებში სალოცავად. არც მღვდელმსახურებს და არც ხალხს. ხომ გაჰყვიროდნენ, რუკები გვაქვს ჩამოტანილი, რომელთა მეშვეობითაც დავამტკიცებთ, რომ ორივე მონასტერი ჩვენს ტერიტორიაზეა, ორივე საქართველოს უნდა გადმოეცეს და ჩვენთან აზერბაიჯანს სადავო გოჯი მიწა აღარაფერი ექნებაო. სად წაიღეს ის რუკები? რატომ აღარ აჩენენ? რატომ არ მუშაობს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია? რატომ აღარ იღებენ ხმას ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯზე და რატომ აღარ ამბობენ, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოსია? ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს? გაიყიდა დავით გარეჯი, ჩემო კარგო, გაიყიდა ნავთობ-წილებში.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved