• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვს ფოტოები აჩვენეს და ამოიცნო” – მოზარდის გატაცების მცდელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

ალია ავტორი - ალია
15:52 10-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
400

10 წლის ბავშვის მოტაცების მცდელობა მარნეულში – ოჯახის წევრების თქმით, პოლიციამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საკითხით მედია დაინტერესდა.

მოზარდის ბიძა ამბობს, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან კამერები ამოიღო, სავარაუდო დამნაშავის ფოტოები კი ბავშვმა ამოიცნო.

“მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყეთ თემის გაშუქება, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. ჩემი ინფორმაციით, სოფელში ყველა ჩანაწერის ამოღებაც დაიწყეს. უკვე სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით პირველადი შედეგებიც გვაქვს. გამომძიებელმა კამერების ამოღებული ფოტოები ჩემ დისშვილს აჩვენა და სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო. ბავშვი ახლა წაიყვანეს პოლიციაში. ჩვენც ეს გვინდა, რომ პოლიციამ იმოქმედოს და დამნაშავე დაისაჯოს სხვა არაფერი გვინდა, – თქვა ჰამზა უსატოვმნა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მოზარდის გატაცების მცდელობის პირველი შემთხვევა არაა, ისინი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

“ეს პირველი შემთხვევა არაა, უკვე მესამე შემთხვევა იყო იგივე სოფელში, სადაც ცდილობდნენ ბავშვების მოტაცებას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ არსებობს. ბოლო წლებში კარგად ვხედავთ, რომ პოლიციის მხრიდან ბევრი ფაქტის მიმართ ძალიან ნელი დამოკიდებულებაა, ისინი ცუდად მუშაობენ, გამოებას აგვიანდება – რამდენი განცხადება მაქვს შეტანილი და ჯერჯერობით რეაგირება არ არის”, – თქვა სამირა ბაირამოვამ.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ინფორმაცია კი გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ცნობილია, სკოლაში წასული ბავშვი შესვენების დროს მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც უცხო მანქანა მიუახლოვდა და მას ტკბილეული შესთავაზა. ბავშვს კი შეეშინდა და გაიქცა.

მთავარი არხის გადამღები ჯგუფი სკოლასთანაც იმყოფებოდა. სკოლის დარაჯი მომხდარ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

 

წყარო: „მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved