28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას “თქვენს ქალაქში” სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა.
გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კემეროვი მდებარეობს ციმბირის ფედერალურ მხარის სამხრეთით.
კომენტარები