• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა გიხარია, შე შობელძაღლო? – ახლა მაინც გაჩერდი, ლეტალური შედეგის მერე”

ალია ავტორი - ალია
14:21 04-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, სოოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ პრემიერის, მთავრობის წევრების და წამყვანი ქართველი ექიმების დაღლილობამდე მისულ სახეებს, მაგრამ ამავდროულად მაინც ოპტიმისტურსაც.

ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდებათ, ოპტიმიზმიც აუცილებლად.

ასეთი მაღალი დაძაბულობისას საზოგადოების ბუნებრივი ყურადღება მიპყრობილია იმ ადამიანებისადმი, ვინც ეპიდემიის პრევენციის და ლოკალიზაციის სადარაჯოზე დგანან. ამიტომაც არის გამძაფრებული საზოგადოების და მედია ინტერესიც პირველ რიგში მედიკოსთა და ოფიციალურ პირთა თითოეული განცხადების თუ სიტყვის მიმართ.

ასეთ სიტუაციაში სოლიდარულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა კი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობების ნაწილმა არაერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც კარანტინის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შიშით, თავიდანვე არ გაამკაცრა კონტროლი, და პრევენციული ღონისძიებები, რამაც ვირუსული პანდემიის განვრცობა და მაღალი ლეტალური შედეგები გამოიწვია, არც იტალიაში, არც ესპანეთში და არც შვეციაში და ბრიტანეთში, გარდა დასაშვები კრიტიკული მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისა, ოპოზიციას ჩასაფრებული პოზიცია არა ჰქონია, განსხვავებით საქართველოსაგან. მიუხედავად, მათი მხრიდან ცალკეული პოზიტიური შეთავაზებებისა, კვლავ გრძელდება ცილისწამების და სიცრუის ტირაჟირება, განსაკუთრებით მათივე კონტროლირებადი მედია ფლაგმანების ეთერებიდან.

ახლა გაუთავებელი ღლიცინი ქართველი ერის „განსაკუთრებულობაზე“, რამაც თურმე აგვაცილა თავიდან ვირუსული პანდემიის მაშტაბური გავრცელება, საკუთარი მოსახლეობის შეურაცყოფას და მთავრობის მიერ გადადგმული ღონისძიებების და ქართველი მედიკოსების გარჯის გადაფარვასაც ემსახურება.

პირველი გარდაცვალებული ადამიანის გამოცხადებამდე და მერეც, გაუგონარი და ლამის მანიაკალური ჟინით გაჟღენტილი სიხარულნარევი რეპორტაჟები, ვითომდა ინფორმაციის დამალვაზე თუ სტატისტიკის გაყალბებაზე, იმ დეჰუმანიზირებული იდეოლოგიის ნაწილია, სადაც ადამიანი არის მიზნის მიღწევის საშუალება და რასაც ნაციონალური მოძრაობა და მის სივრცეში მოდრეიფე ოპოფლანგი ეყრდნობა, ფსევდო და რადიკალური ლიბერალიზმის სახით.

მაგრამ, ლეტალური შედეგების დადგომის მერე, რაც ამ სახის ვირუსული პანდემიების ნაწილია, ახლა მაინც გაჩერდით რა!

ისე, ამ ხარების დღეს არც ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ ამ საყოველთაო განსაცდელში, მუხრანის არ იყოს:

ვინც გინდა იყავ,
-გინდ არქიფო,
თუ გინდა ზაქრო!
– რა გიხარია, შე შობერძაღლო!

ხარებას გილოცავთ!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved