“მთავარი არხის” დამფუძნებელმა სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში საზოგადოებას მიმართა და თქვა:
პირდაპირი მნიშვნელობითაც კი რამდენიმე ნაბიჯია სულ,. არ დაყაროთ ფარ-ხმალი.
ნუ ვეძებთ განტევების ვაცს. ეს არის ჩვენი უმოძრაობის გამართლება. უნდა გავინძრეთ თითოეული… ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი ბრალია და, როგორც კი მოვინდომებთ, ეს მაშინვე შეწყდება.”
ჩვენი თემა განხილვების, ბოლო 10 წელია, არის წარსული. რეფლექსია, ისტორია, კარგია, როცა მასზე მსჯელობ, დასკვნებს აკეთებ იმიტომ, რომ შეცდომები აღარ დაუშვა, მაგრამ წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვდილი, საზოგადოების სიკვდილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში, და ბრძოლა მოძრაობაა, ადამიანის ცხოვრება სტატიკური თუ არის, მკვდარია”, – თქვა მან.
კომენტარები