• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დახარეთ იარაღი და დაგველოდეთ” – უკრაინის არმია ბელარუსის არმიას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
18:57 10-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს ხალხს და ბელარუსის არმიას მიმართავს. ვიდეომიმართვაში ნათქვამია:

“საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს აერთიანებდა მეგობრობა და მეზობლური ურთიერთობები. ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა, რომ ერთად ვებრძოდით საერთო მტერს, ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და ვცხოვრობდით მშვიდობით.

დღეს კი თქვენი ხელისუფლება აპირებს შეუერთდეს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აპირებს ჩართოს ბელარუსი ხალხი ამ ბინძურ ომში. შემოწმებების საფარქვეშ დაიწყო ბელარუსის მოქალაქეების ფარული მობილიზაცია, რათა დაკომპლექტდეს რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი დაჯგუფება უკრაინის საზღვარზე.

უკრაინა არასდროს ემუქრებოდა და არც დღეს ემუქრება ბელარუსს. 24 თებერვლიდან თქვენი სახელმწიფოს ტერიტორია გამოყენება სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებისთვის უკრაინაზე, სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა შეტევა კიევზე. უკრაინას აქამდე არც ერთხელ არ უპასუხია ამ აგრესიულ ქმედებებზე. ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას ჩვენ ვაფასებთ უფრო მეტად, ვიდრე საშუალებას, რომ ვუპასუხოთ თქვენი ხელისუფლების აგრესიულ ქმედებებს.

თავის განცხადებებში ალექსანდრ ლუკაშენკო საუბრობს არარსებულ სამხედრო საფრთხეებსა და პრევენციული ზომების აუცილებლობაზე. ნათელია, რომ ამით ის ცდილობს გაამართლოს თქვენი ქვეყნის ჩართვა ომში უკრაინის წინააღმდეგ. შეტევის ბრძანებას მიიღებს ერთობლივი დაჯგუფება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბელარუსი სამხედროები უარს იტყვიან მოძმე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ დაჯგუფების რუსულმა ნაწილმა შეიძლება ისინი მაინც ჩაითრიოს ამ ბრძოლაში. თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, ჩვენ ვუპასუხებთ. ვუპასუხებთ ისევე მძაფრად, როგორც ვპასუხობთ ყველა ოკუპანტს უკრაინის ტერიტორიაზე – შეიარაღების მთელი არსენალის გამოყენებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებიც განხორციელებით. ჩვენ არ გვინდა ეს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის მოქალაქეებს, არ შეასრულონ ხელისუფლების მოთხოვნა და ნუ ჩაერთვებიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული ბელარუსის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

მოგიწოდებთ, რომ ნუ გაიზიარებთ იმ სამხედრო დანაშაულებს, რომლებიც უკვე ჩაიდინა რუსულმა ჯარმა უკრაინაში, ჩვენ მოგიწოდებთ, ნუ დაასაფლავებთ თქვენს შვილებს, ქმრებს, მამებს, ძმებს, რომლებიც შეიძლება დაიღუპონ იმის გამო, რომ პუტინსა და ლუკაშენკოს თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ.

დიქტატორები დავიწყებას მიეცემიან. სამხედრო დამნაშავეები ასე თუ ისე მაინც აღმოჩნდებიან განსასჯელთა სკამზე. კედლები ინგრევა და არც კრემლის კედელია მუდმივი. იმპერიებიც ინგრევა. რჩება ხალხი, რიგითი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ იყვნენ მეგობრები და შეუძლიათ, იყვნენ მტრებიც. როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია არა ლუკაშენკოზე ან პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე.

თუ თქვენ მაინც გაიძულებენ, რომ გადაკვეთოთ ბელარუს-უკრაინის საზღვარი იარაღით ხელში, ნუ გამოიყენებთ იარაღს, გაჩერდით, დახარეთ იარაღი და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ არავინ გესვრით.

ღმერთი და სიმართლე უკრაინასთანაა და თქვენც სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეც იქნება.

დიდება ბელარუსს. დიდება უკრაინას.”

ვიდეომიმართვის თარგმანს მთავარი არხი აქვეყნებს.

თეგები: ბელორუსირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved