• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი კალაძეს გაანადგურებს” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
21:56 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
861

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, სოციალურ ქსელში, წერს:

“მენეჯერი, მით უფრო, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო საზოგადოებას ბარტყებივით უგდებს საკუთარი გუნდის წევრებს, ლიდერი აღარ არის – “დირექტორია”. “დირექტორებს” კი გუნდი არასდროს უერთგულებს – ერთგული გუნდი ჰყავს მხოლოდ ლიდერს.

ამ დღეებში კალაძემ თავისი ძალიან ცუდი სახე ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, მაგრამ განლიდერება მისთვის დამღუპველი იქნება. აქამდე მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ლიდერობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო. საზოგადოებისთვის, ეს აკომპენსირებდა კიდეც (რამდენად სამართლიანად და სწორად, სხვა საკითხია) მის კორუმპირებულობას, კომპეტენციის და ინტელექტის სიმწირეს.

არცაა გასაკვირი – „ქართული ოცნების“ მთავარი თვისება ხომ უთვისებობა და ულიდერობაა და, საერთო ფონზე, კალაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო. ახლა კი მას ჩამოეშალა ლიდერის იმიჯი და პოლიტიკური ქარიზმა და დარჩა მხოლოდ ზემოხსენებული კორუმპირებულის, კომპეტენციით და ინტელექტით მწირი პოლიტიკოსის აღქმა. აქამდე ივანიშვილს სწორედ მისი ლიდერობა და ქარიზმა აკავებდა. ახლა, რაც ეს შემაკავებელი ფაქტორი გაქრა, ივანიშვილი კიდევ უფრო გააღრმავებს კალაძის განლიდერებას, საბოლოო გამოკრისტალებამდე. მთელი ძალებით შეუწყობს ხელს და ბოლოს კალაძეს გაანადგურებს და მიასევს მის მორჩილ უსახოებს (შესაძლოა, “ხალხის ძალამ” “გაისროლოს” პირველმა კალაძის მიმართულებით). კალაძეს კი არავინ გამოექომაგება – პირველ რიგში, მერიაში მისი გუნდი არ აპატიებს ღალატს, ხოლო პარლამენტში მისი მხარდამჭერები (ანუ, პოლიტიკური გუნდი) ვერ გაბედავენ მის დაცვას – მორალური უპირატესობის დაკარგვის და კორუფციული მხილებების შიშის გამო.

კალაძის პოლიტიკურ მომავალს და ასევე მის პოლიტიკურ-სამართლებრივ დევნას აწმყოში მხოლოდ მისი გადადგომა თუ შეაკავებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ის გაძლიერებულიც კი გამოსულიყო ვითარებიდან, მან კი უმძიმესი შეცდომა დაუშვა. ის ლიდერი აღარაა. ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა, ათასიდან ერთ-ერთი თოჯინა, რომელიც არასდროს მოსწონდა ივანიშვილს და არასდროს მიიჩნევდა თავისიანად. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ივანიშვილი მას მაინც აიძულებს, რომ გადადგეს, ოღონდ უკვე ბოლომდე “გაფარჩაკებულს”. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებით, პროკურატურამ (ივანიშვილმა) დაიტოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კალაძისკენ აღმავალი ხაზი.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიკახა კალაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved