• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადაუჭარბებლად ვამბობ! თუ რამეს უნდა ვთხოვდეთ დასავლეთს … – რას წერს ხათუნა ლაგაზიძე?

ალია ავტორი - ალია
17:12 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:

“რამდენადაც უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის ფარი, იმდენად სჭირდება საქართველოს საზოგადოებას საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიული ომისგან დამცავი ფარი! გადაუჭარბებლად ვამბობ! თუ რამეს უნდა ვთხოვდეთ დასავლეთს, უნდა ვთხოვდეთ სპეციალისტებს/პროფესიონალებს საქართველოს საზოგადოების მედეგობის გასაზრდელად იმ ტოტალური ფსიქოლოგიურ-დივერსიული ექსპერიმენტის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს საზოგადოებაზე აწარმოებენ რუსული სპეცსამსახურები, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული კაპიტულაციის ანუ საინფორმაციო სივრცის სრულად დათმობის პირობებში. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს: საქართველოს საზოგადოების სახელმწიფოებრივ ერად, პოლიტიკურ ნაციად არ შედგომას; ღირებულებების აღრევას; საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანების უნარის წართმევას; ერთმანეთთან უკიდურესად აგრესიულად დაპირსპირებულ ჯგუფებად დაქსაქსვას; საზოგადოების ტოტალურ დეპრესიაში ჩაძირვას. ყველა ნიშანია იმისა, რომ ახლო მომავალში სათანადო დამცავი ფარის შემუშავების გარეშე, ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ, განგრძობით დივერსია-ოპერაციას საქართველოს საზოგადოების ცნობიერებაზე ისეთივე დამაგრეველი ძალის ეფექტი ექნება, როგორც ბირთვულ შეტევას ადამიანების ფიზიკური განადგურების მიზნით. ამიტომ, დასავლეთთან ზეაქტიური მუშაობა ასეთი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ფარის შემუშავების მიზნით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების ნომერ პირველ ამოცანად მესახება და თუ კიდევ რაიმე რესურსი შეგვრჩენია საზოგადოებას, ამისკენ უნდა მივმართოთ.”

თეგები: საინფორმაციო ომიხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved