• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი სხვადასხვა

წონაში კლების საიდუმლო თამო ვაშალომიძისგან

ალია ავტორი - ალია
03:36 01-20-2020
- სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

თამო ვაშალომიძე „მარაოს“ მკითხველს უზიარებს წონაში კლების საიდუმლოს:

როგორია შენი დილის რუტინა?

– ჩემი დილა იწყება ყინულით. ორი წელიწადია ტრადიციად მაქვს, სახეზე ორ ყინულის კუბს ვიტარებ ყოველ დილით. შეშუპებას ყინული აუცილებლად შველის. შემდეგ დღის მკვებავს ვისვამ, საღამოსაც მკვებავს ვისვამ. რომ გითხრათ, რომ სახეზე ბევრ რამეს ვიკეთებ ან კოსმეტოლოგის სახის წმენდებს ვიტარებ, ასე არ არის. იყო პერიოდი, როდესაც დილით ადგომისთანავე თვალებს ვიშავებდი. სხვათა შორის, ჩემმა ბიჭმა გადამაჩვია მუქ მაკიაჟს და რამდენი თვეა უკვე აღარ ვიკეთებ.

როგორ დაიკელი წონაში?

– როდესაც დაკლება მინდა, იმ პერიოდში არ ვჭამ ძილის წინ სამი საათით ადრე. თუ მშიერი ვარ, 59 კგ ვარ, თუ ნაჭამი – 60 კგ. ამ წონას ვინარჩუნებ, მაგრამ თუ ამას გადავედი და ბევრი შოკოლადი ვჭამე, ცომეულს ვიღებ მენიუდან, ცხიმიან საჭმელს ვერიდები და ჩემი დიეტა ასე შემოიფარგლება. არაფერს არ ვკრძალავ, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მკაცრ დიეტებზე ვიყავი, გრამობით ვიკვებებოდი, მოხარშული ბრინჯი, მოხარშული ქათამი და უარესად გავსუქდი, მერე რომ ვარღვევდი. ფსიქოლოგიურადაც „დამერხა“, გაგიჟებული ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ჭამდნენ და არ იმატებდნენ. მერე სოფიაზე რომ დავორსულდი, შევიმუშავე ჩემებური კვების რაციონი. პურს ისედაც არ ვჭამდი, გაზიანი სასმელი არ დამილევია, ბორჯომს ისედაც არ ვსვამდი, მხოლოდ ნაბახუსევზე თუ დავლევ და ასე ვინარჩუნებ ფორმას.

დიეტას ვარჯიშს არ ახმარ ფორმის შესანარჩუნებლად?

– ვარჯიში არის აუცილებელი, მაგრამ ვარჯიშის დოზასაც გააჩნია, იმიტომ, რომ ყოველდღე ვვარჯიშობდი, ცხიმი გადაიზარდა კუნთად და ვეღარ ვხდებოდი. კვირაში ვვარჯიშობ ორჯერ და ვცდილობ, ფეხები ძალიან არ დავტვირთო, იმიტომ, რომ ფეხების გასუქებისკენ მაქვს მიდრეკილება. პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.

„მარაო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved