• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინა გახდება “ნატოს” წევრი, რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის…” – სტოლტენბერგი

ალია ავტორი - ალია
02:37 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის  კარი ღია რჩება და მომავალში უკრაინა გახდება გაერთიანების წევრი ქვეყანა.

„მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული უცვლელია. ეს კი გასულ წლებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს, წელს კი ფინეთისა და შვედეთის მაგალითით დასტურდება.

„ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი – წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში“, – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

ფორუმის მოდერატორის კითხვაზე, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ისე, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია.

„ფინეთი და შვედეთი ნატო-ს დიდი ხნის პარტნიორები არიან, მოკავშირეებს შორის არის კონსენსუსი მათი სრულ წევრობაზე მოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მადრიდის სამიტზე. რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და ახლა უმთავრესი პრიორიტეტია მისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რასაც ჩვენ როგორც მოკავშირეები და პარტნიორები ვაკეთებთ. ეს სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი

თეგები: ნატორუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved