• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ღმერთთან ვერ დაგილაგებთ !” – ნინი გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:02 10-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:

3 თვე გავიდა 16 ივლისიდან. 3 თვის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ იმ დღეზე ვფიქრობ, როცა მამა ციხიდან გამოვა, მაგრად ჩავეხუტებით მე, ნიკა, პეტრე და თეა, ზუსტად ისე , როგორც 30 ივლისს, რუსთავის ციხეში რომ შევხვდით მამას, ერთად გავიხსენებთ ამ ჯოჯოხეთურ დღეებს და ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ. მჯერა, ამდენი ტანჯვის მერე ღმერთის წყალობით აუცილებლად ვიქნებით ბედნიერები ისე, როგორც არასდროს და დამნაშავეები დაისჯებიან!
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ივანიშვილმა გამიზნულად, ძალის დემონსტრირებისა და ხალხში შიშის გამძაფრების მიზნით, 10 წლისა და 4 წლის ბავშვების თვალწინ დააკავა მამაჩემი და ჩემი ძმა, ნიკა, რომლებსაც შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ სუსის თანამშრომლები, მათ შორის იყო გენინსპექციის უფროსის მოადგილე ნაძირალა გიორგი ღამბაშიძე, რომელმაც იძალადა დედაჩემზეც.
რუსული ოცნების მიზანი არ ყოფილა მამაჩემის დაკავება რაიმე რეალური ბრალდების გამო კანონის შესაბამისად, მათი მიზანი იყო სოსო გოგაშვილის, მისი შვილებისა და მეუღლის გამწარება და საბოლოოდ ჩვენი მოკვლა, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მიუხედავად მამას დაკავებისა, 3 თვის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიან: დაგვიყადაღეს სახლები, წაგვართვეს ავტომანქანები, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ნათესავებსა და მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ამტკიცებს შეძენილი მანქანებისა თუ სახლების კანონიერებას.
არ გვაძლევენ მამას ნახვის ან ტელეფონზე გასაუბრების უფლებას, გვისმენენ, გვითვალთვალებენ, გამიზნულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მამაჩემს ჰყავდა 15 მანქანა და თითქოს გვაქვს 15 მილიონი, რაშიც იყენებენ სამთავრობო ტელეკომპანიებს (იმედი, postv, რუსთავი2 და ა.შ), კონკრეტულად გაქოცებულ ,,ჟურნალისტებს”, აგენტებსა და ტროლებს, რომლებიც აქტიურად გვაბულინგებენ, სიკვდილს გვისურვებენ მთელს ოჯახს და მეორე დღეს ეკლესიაში მიდიან სანთლის დასანთებად.
დედაჩემმა გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს ნერვიულობის შედეგად დაკარგა გონება, მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე მკურნალობის პროცესშია. ჩვენს გარშემო ხალხი შეშინებულია, შორიდან გვითვლიან, რომ ეშინიათ სამსახურის დაკარგვისა და პრობლემების შექმნის, ამიტომ ვერ მოდიან ჩვენს სახლში. მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო არის ციხეში, აბრალებენ იმას, რაც მას არ ჩაუდენია!
ჩვენ დღეს არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დღეს ადამიანები აქ აზრს თავისუფლად ვერ გამოხატავენ, აქ ხალხს ეშინია ბინძური სისტემის. დღეს სახელმწიფო გიცავს მხოლოდ მაშინ, თუ ქოცი ხარ და თუ არ ხარ და თუ უსამართლობას შეეწინააღმდეგები, გაგანადგურებს და გაგწირავს ბოლომდე. გგონიათ ბიძინა სამუდამოდ იქნება არაფორმალური მმართველი? და როცა აღარ იქნება, როცა რუსული ოცნება პუტინთან ერთად განადგურდება, ის ხალხი, ვინც ახლა ბიძინას ფულზე ხართ გაყიდულები, ჩვენთვის ნაცნობი ,,ადამიანებიდან” დაწყებული, უცნობებით დამთავრებული, რას აპირებთ მერე? ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები და ფაქტები რჩება ?
ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, ღამბაშიძე და ა.შ – ნაძირლებო, ბავშვებს რას ერჩოდით, როგორ არ შეგეცოდათ პატარა ბავშვები! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 10 წლის პეტრეს გამწარების გამო ღმერთი არ გაპატიებთ თქვენ 16 ივლისს. როგორც პეტრე არ დაინდეთ და გაწირეთ, ისე დაგიბრუნდებათ უკან აუცილებლად! თქვენ გგონიათ მარტო თქვენ გიყვართ თქვენი შვილები? თქვენ გგონიათ ღმერთი გაპატიებთ სხვისი შვილების გამწარებას? ხშირად შეახსენეთ ხოლმე თქვენს თავს ეს – ,,ბიძინა ღმერთთან ვერ დაგილაგებთ ! “ ?
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ბავშვი და ზის-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ნინი გოგაშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved