• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კალაძისთვის ამ ვითარებაში გადადგომა პოლიტიკური შანსების შენარჩუნების საშუალებაა… როგორც პოლიტიკოსი, უკვე დამთავრებულია, თუ პოსტზე დარჩება“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:07 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,373

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, უკვე მერამდენე უბედურება მოხდა საქარველოში, ამჯერად, ვაკის პარკის შარდევნიან აუზში დენის დარტყმისგან 13 წლის ბავშვი დაიღუპა და მისი ორი კლასელი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. უკვე მერამდენე შემთხვევაა ვეღარ ვიხსენებ, ვიღაცების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ერთ ფაქტს ვერ ვიხსენებ, რომ ამ ხელისუფლების თანამდებობის პირს აეღოს პასუხისმგებლობა და გადამდგარიყოს. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც  გადადგეს ვინმე, თუნდაც გამოძიების დასრულებამდე? ან უფლება-მოსილება შეუჩერონ?  ამჯერად საზოგადოების ნაწილი თბილისის მერის, კახი კალაძის გადადგომას მოითხოვს, რას იტყვით?

– რა არის, იცით? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სისტემა აშენებულია არა კარიერულ პრინციპებსა და ჯანსაღ კონკურენციაზე,  არამედ მედროვეებზე. მედროვის პრინციპი რა არის? მედროვე ყოველთვის ეპოტინება იმ სიკეთეს,  რაც მიიღო თანამდებობაზე დანიშვნით და ეს სიკეთე მანამდე ექნება, ვიდრე ამ პოსტზე იმუშავებს. შესაბამისად, საკუთარი ნებით ამ სისტემიდან არავინ გადის. მით უმეტეს, ეს მანკიერი ვერტიკალია, ქვემოდან ზემოთ. ასეთ შემთხვევაში, ჭანჭიკის გაწირვაც კი ძნელია. იმ ჭანჭიკს ურთიერთობა აქვს თავის ზემდგომთან,  არაფორმალური, კორუფციული ან ნეპოტისტური, მისი ბევრი უკანონო დავალება აქვს შესრულებული თუ ერთობლივად აქვთ ჩადენილი  არაკანონიერი ქმედებები. იმ ზემდგომს კიდევ თავის ზემდგომთან აქვს ხინჯიანი ურთიერთობა და სისტემა ასეთ მედროვეებზეა აშენებული. მედროვეებზე აშენებული სისტემაში ყველა მედროვე ეპოტინება იმ სიკეთეს, რაც მიიღო, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ, რომ ეს არ დაკარგონ. ამასთან გვაქვს ამ შემთხვევაშიც საქმე. თბილისს მერს, კახი კალაძეს ვგულისხმობ. რეალური, კარიერული პოლიტიკოსისთვის, რომელსაც სურს, რომ პოლიტიკაში კიდევ უფრო წინ წავიდეს, გადადგომა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული. ხშირ შემთხვევაში, გადადგომა დასაწყისია პოლიტიკური უფრო დიდი კარიერისა. ცხოვრება ისეთია, რომ ასეთი, კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების გადადგომისთვის სიტუაციები იქმნება. შეიძლება უნებლიედ შეცდომა დაუშვა, ან რაღაცა მოხდეს. თუ მარტო ის გინდა, პასუხი არაფერზე აგო და მარტო სიკეთე მიიღო, ეს არასწორი მიდგომაა. კახი კალაძისთვის ამ ვითარებაში გადადგომა პოლიტიკური შანსების შენარჩუნების საშუალებაა. როგორც პოლიტიკოსი, კახი კალაძე  უკვე დამთავრებულია, თუ პოსტზე დარჩება, არ  გადადგება და ამით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს. სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ  სამართლებრივად კახი კალაძე ამ საქმეში დამნაშავეა, რაიმე აქვს ჩადენილი, მაგრამ როდესაც შენს სისტემაში, რომლის გამართულად მუშაობაზეც შენ გეკისრება პასუხისმგებლობა და იქ ტრაგედია ხდება, უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამას როდესაც არ აკეთებ, საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მარხავ. ის ამაზე კი არ ფიქრობს, რომ საკუთარი რენომე შეინარჩუნოს. არა, მხოლოდ  იმას ფიქრობს, მე რომ წავიდე, იქ ათასი საქმეები მაქვს დასალაგებელი, კორუფციული სქემები აქვს ამუშავებული, საიდანაც ფული შესდის და კიდევ სხვა სქემები უნდა დაალაგოს. ასე ფიქრობს ყველა.

– ბევრი ფიქრობს, თუ კახი კალაძე გადადგება, ეს მის მიერ დანაშაულის სამართლებრივი აღიარება იქნებაო, ასეა?

– ცხადია, ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა. კი, სამწუხაროდ ბევრი ასე ფიქრობს. აქ მერის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზეა ლაპარაკი და ეს დანაშაულის აღიარება არ არის. ეს პოლიტიკური აქტია და არა სამართლებრივი. ეს არ მოხდება, მაგრამ დავუშვათ, თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ საქმის გამო კალაძის დაჭერა, აღარაფერი ეშველება. გინდა მოქმედი მერი იყოს და გინდა უკვე გადამდგარი, მაინც დაიჭერს.

– ბევრი ფიქრობს, რომ კალაძეს გადადგომა რომც სურდეს, ამას საკუთარი პოლიტიკური გუნდი არ დაანებებს, რადგან კალაძე თუ გადადგა, თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები იქნება ჩასატარებელი და არის შანსი, არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს და თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს. ასეა?

– მე ვფიქრობ, თბილისი ისედაც დაკარგული აქვს “ქართულ ოცნებას“. გუნდურია თუ არაგუნდურია, ჩვენ ვართ პიროვნებები ყველანი, პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც. იმის პიროვნული ნებაც თუ არ გაქვს, რომ გადადგე და სახლში წახვიდე, ეს ნებაც თუ  სხვისგან უნდა მიიღო, მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ თვლი, ეს ნებაც თუ  სხვისგან უნდა მიიღო,  მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? კალაძის თბილისის მერის კანდიდატად ორჯერვე დაყენება, მისი გადასაწყვეტი არ იყო, ეს ვიცით, ეს იმ გუნდმა გადაწყვიტა, წეღან რომ  ახსენეთ და ეს გუნდი, ერთი კაცია. აი, სახლში წასვლაც თუ სხვისი გადასაწყვეტია, ეს უკვე ფსკერია ჩვენს პოლიტიკაში. გამოდის, კალაძეც ჭანჭიკი ყოფილა, მეტი არაფერი.  სხვის დაუკითხავად ტუალეტში ვერ მიდიან. ნებართვას სხვისგან ითხოვენ. ეს უკვე ისეთი მანკიერი წრეა და გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გადაიჭრას.

 

თეგები: გია ხუხაშვილივაკის პარკის ტრაგედიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved