• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაფინანსება შეგვიწყვიტეს… პირადად ჩემი ხელფასი 300 ლარი იყო და 9 000 ლარი მაქვს ე. წ. პოლიტიკური ხასიათის ჯარიმები გადასახდელი“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:48 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
763

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

 

– სახალხო დამცველი ინსტიტუტი ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს. ახლა მისი ხელში ჩაგდება უნდათ და მოახერხებენ კიდეც, დასვამენ  თავიანთ მარიონეტს. თან, თავის დაზღვევის მიზნით, კანონში ცვლილებებიც შეაქვთ, რომ  მომავალ სახალხო დამცველს შეუზღუდონ უფლებები. ნუთუ ეს საკითხი იმად არ ღირს, ოპოზიცია  გაერთიანდეს? მარტო  კომენტატორებად რომ იქცნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები…

– მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა ხელისუფლებისგან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს, რომელთა გამოც  აქამდე   პარლამენტიც უნდა დაეტოვებინათ ოპოზიციონერებს და არც  უნდა შესულიყვნენ. მით უმეტეს,  ასეთი დაპირება ჰქონდათ გაცემული, ცოცხალი თავით არ შევალთო. საპარლამენტო ბერკეტზე, ტრიბუნაზე საუბარი, საკუთრი  თავისა და უფრო მეტად, ხალხის მოტყუებაა. თუ რამემ იმოქმედა ივანიშვილის რეჟიმზე და რამე დაათმობინა, ეს იყო პარლმენტის ბოიკოტი. თუნდაც მაჟორიტარული სისტემის ნაწილობრივი დათმობა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც იყო, რომელმაც რეჟიმი ცოტა დაასუსტა. პარლამენტის ბოიკოტირებით სრულად ხდებოდა ხელისუფლების ლუსტრირება მთელი  მსოფლიოს მასშტაბით. ყველა დაინახავდა, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი. ეს ბერკეტი ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა ხელიდან გაუშვა, იმ ფონზე, როდესაც იფიცებოდნენ, რომ არ შევალთ ამ გაყალბებულ პარლამენტშიო. სამწუხაროდ, შევიდნენ რაღაც ეფემერული დაპირებების გამო, შარლ მიშელის დოკუმენტს ვგულისხმობ, რომელიც თავიდანვე განწირული იყო კრახისათვის. წესით, ეს უნდა სცოდნოდათ, რადგან ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმის მიერ  „გადაგდებულები“ არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით არიან. პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული განცხდება გავიხსენოთ, საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან  დაკავშირებით და რომელი ერთი კიდევ.  ოპოზიციის დიდი ნაწილი  მაინც  შევიდა ამ გაყალბებულ  პარლამენტში, მერე ეს შარლ მიშელის დოკუმენტი ყველას თავზე გადაახიეს, პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც პარლამენტში შევიდა. ამით ლეგიტიმცია მიანიჭა ამ ორგანოს, რომელიც პარლამენტის გარდა, ყველაფერია. მერე, ევროპული პერსპექტივა  გაჩნდა უკრაინის დამსახურებით. თუმცა, ეს პერსპექტივაც უნდა ჩააგდოს ხელისუფლებამ. მადლობა უკრაინელებს, მაგრამ ჩვენც უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება,  აგერ მე, აგერ თქვენ და  აგერ ის 12 პუნქტი, რომლის შესრულებაც  ევროკავშირმა მოგვთხოვა. სამწუხაროდ, ჩააგდებენ ამ პროცესს. ამათ არც ნორმალური საარჩევნო სისტემა აწყობთ, არც დამოუკიდებელი სასამართლო და არც გენერალური პროკურორის არჩევის დემოკრატიული წესი. ნუ, ისეთ კანონს რომ მიიღებს „ქართული ოცნება“, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად  გამოაცხდდება და სანქციებს დაექვემდებარება, ეს სასაცილოა საერთოდ. ივანიშვილს არ უნდა ევროკავშირში, არ უნდა კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში მოხვედრა, რადგან პირველსავე არჩევნებზე დასრულდება მისი მმართველობა და ნორმალური სასამართლოს პირობებში, თავისუფლებასაც დაკარგავს. ის არის ავტორიტარული ტიპის  მმართველი, სადაც მხოლოდ ამგვარ გარემოში შეუძლია ხელისუფლების შენარჩუნება და დიდი ფულის შოვნა. ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო და როგორც ხალხი  და „საქართველოს ემიგრაციულ რესპუბლიკად“ არ გადავიქცეთ, მაშინ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს „რაღაც“ ვადამდელი და სამართლიანი არჩევნებია და  უნდა მოვითხოვოთ ქუჩიდან. სხვანირად არ გამოვა, ყველა გზა ვცადეთ. ზოგს რომ ჰგონია, ცალი ფეხი ქუჩაში უნდა ჰქონდეს და ცალი – პარლამენტის ბუფეტში, ეგრე არ შეიძლება. ხალხი ოპოზიციის მიმართ კარგავს ნდობას, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს. ჩვენმა პარტიამ მისცა მაგალითი სხვა პარტიებს. შალვა ნათელაშვილმა პირველმა თქვა, რომ არ შევიდოდა პარლამენტში და შეასრულა სიტყვა. ამის გამო, მთელი პარტია დასაჯეს. კომისიის წევრი არ დაგვიტოვეს არც ერთ დონეზე, ტელევიზიებში უფასო საარჩევნო დრო წაგვართვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეგვიწყვიტეს. იცით, რამდენი იყო ჩვენი პარტიის წლიური დაფინასება? 24 000 ლარი.  იმდენი, რამდენსაც თვეში არაფრის კეთებაში იღებს  „საპარტნიორო ფონდის“  დირექტორი დავით საგანელიძე. საუბარია, ელემენტარული პარტიული ხარჯის დაფარვაზე. თუ ვინმეს აინტერესებს, პირადად ჩემი ხელფასი 300 ლარი იყო და 9 000 ლარი მაქვს ე. წ. პოლიტიკური ხასიათის ჯარიმები გადასახდელი, რომლებიც სხვა და სხვა აქტივობებისთვის დამაკისრეს და არ ვიხდი.  პარტიების  სახელმწიფო   დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რადგან ერთპარტიულობა ათასჯერ ძვირი უჯდება ხალხს და სახელმწიფოს.  ეს არის აპრობირებული სისტემა, ასეა გერმანიაში და ევროპის არა  ერთ ქვეყანაში. უფრო საინტერესო ის არის, საიდან აქვთ დაფინანსება „გირჩს“,“ მოქალაქეებს“ და პარლამენტში შესულ სხვა პარტიებს. სხვა მიზეზებთან ერთად, როდესაც ვადამდელი არჩევნები არ უნდა ხელისუფლებას, იმასაც ამბობს, ძვირი ჯდება არჩევნებიო. ბოლო საპარლამენტო არჩევნები  27 მილიონი ლარი დაჯდა. რა არის ამათვის 27 მილიონი?  ერთი მსხვილი ტენდერიდან ხსნიან ამხელა თანხას.

სხვა გზას ვერ ვხედავ, კვლავ უნდა მოვუწოდო საპარლამენტო ოპოზიციას, ვინც რეალურად ოპოზიციაა და არ არის გარიგებული ხელისუფლებასთან. რაღაც დედლაინი მაინც დათქვან, როდემდეა ხელისუფლების დალოდების დრო და   საათი. სეზონური ოპოზიციაა, ხან შემოდგომა იქნება ცხელი და ხან გაზაფხული, მაგათი მოსაწონი ამინდი ვერ გამოვიდა, რომ ხალხი გამოიყვანონ გარეთ. ეგრე არაფერი გამოვა. ჩვენს პარტიას  არ აქვს იმხელა  რესურსი, რომ შევძლოთ ხალხის მობილიზააცია. ოპოზიციის ერთობა საჭიროა იმისთვის, რომ ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები შანსი რჩება ამისა. თან, არც 2024 წელს გვაქვს გარანტირებული, რომ შევცვლით ხელისუფლებას.

 

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილილეიბორისტული პარტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved