• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტენდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ყოფილი ნაციონალები იგებენ, რადგან 2014 წელს ეს თავად „ოცნებამ“ დააკანონა“

ალია ავტორი - ალია
16:47 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

ანი დვალიშვილი

ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ მმართველი გუნდი საგრძნობლად შეაჯანჯღარა, უკვე მერამდენედ, კალაძეს წამოაძახეს, რომ ტენდერებს დედაქალაქში უთავრესად ის კომპანიები იგებენ, რომელთა სათავეშიც ყოფილი ნაციონალები დგანან, ის ხალხი, ვინც ადრე, არჩევნების დროს, ნაციონალების მთავარი ფინანსური საყრდენი იყო.

„რეალურად, ეს პრობლემა დღემდე მწვავედ დგას არამარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ტენდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ყოფილი ნაციონალები იგებენ, ისინი, ვინც კონკრეტული კომპანიების უკან იდგა და არ ჩანდა, ახლა კი გამოჩდნენ. როგორც კალაძე, ისე სხვები ხელებს იბანენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ახალი კანონის მიღების შემდეგ ხდება და ისინი დამნაშავეები არ არიან. რას გულისხმობს ახალი კანონი? 2014 წელს, როცა „ოცნებამ“ როგორც იქნა, დაიჯერა, რომ ხელისუფლებაში იყო, გამოჩნდა ვიღაც ჭკვიანი, რომელმაც ასი პროცენტით ნაციონალების დავალება შეასრულა და თქვა, რომ საჭირო იყო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა კომპანია, თუ არ ჰქონდა, ყველაზე ცოტა, 3-წლიანი გამოცდილება. ამით თითქოს თავს იზღვევდნენ აგორებული კამპანიისგან, რომ „ოცნება“ ტენდერებს საკუთარ მომხრეებს აძლევდა, სინამდვილეში კი ყველაფერი დაგეგმილი იყო და ამ კანონის დაჩაქუჩებით, „ოცნებამ“ ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მოუსპო, რადგან მათ ელემენტარულად ვერ ექნებოდათ 3-წლიანი გამოცდილება. ამიტომაც, ტენდერების 90%-ზე მეტს სწორედ ყოფილი ნაციონალები იგებდნენ. მერე კი შევიდა შესწორება, რომ 3-წლიანი გამოცდილება მხოლოდ დიდ თანხებზე იყო საჭირო, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. „ოცნების“ აქტივი იგებდა და იგებს რამდენიმე ათასიან ტენდერს, ყოფილი თუ მოქმედი ნაციონალები – მილიონიანებს“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

სხვათა შორის, ამ თემაზე ადრეც ბევრი გაწევ-გამოწევა იყო პარტიულ ოფისში. „ოცნების“ ლიდერებს არ სურდათ იმის აღირება, რომ მოტყუვდნენ და თანაც, ნაცებთან ურთიერთობები დაალაგეს. ასე, მაგალითად, კონკრეტული კომპანია წილის სახით, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს თვეში 50 ათას დოლარს უხდიდა. იგივე კომპანია „ოცნებამ“ გადაიბარა და… იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მისი წილი მაინც ირიცხებოდა და ირიცხება კონკრეტულ ანგარიშზე. ახლა არ დაიწყოთ, არ ხდება, ტყუილიაო, საუბარი ერთ-ერთი აზარტული თამაშების კომპანიაზე გვაქვს და თუ საჭიროა, დავასახელებთ კიდეც, ამიტომ მშვიდად წაიკთხეთ და შეირგეთ. „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ინტერესები არაერთხელ გადაკვეთილა და მხარები ყოველთვის მორიგებულან, იმიტომ, რომ… ნაცებმა გაყოფა გადასარევად იციან და ძალიან უხარიათ, რომ „ოცნება“ მათ დარად, ბიზნესს ბოლომდე არ ახევს და მეპატრონეებს ციხეში არ უშვებს.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტენდერს. ლაშა ფურცხვანიძე და კახა კალაძე დიდი ხანია შეხმატკბილებულად მუშაობენ. ანუ, ეს კომპანია იგებს ტენდერებს და ასრულებს სამუშაოებს, ხოლო  კალაძე ამ ყველაფრით კმაყოფილია. პატარ-პატარა ხარვეზები ადრეც იყო და ფურცხვანიძესთან პრეტენზიები ყოფილა, თუმცა იმდენად უმნიშვნელო, რომ თქმადაც არ ღირს. უმნიშვნელოში 10 და 20 ათას ლარიან ლაფსუსებს ვგულისხმობთ, რომელიც „მარტივად“ გვარდებოდა, ახლა კი…

ახლა რასაც გეტყვით, შესაძლოა არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… ამის გამო არავის დასჯიან. უფრო მეტად გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე ნაკლები ბრალეულობა „გრინსერვის პლუსის“ დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს მიუძღვის, რადგან მისმა კომპანიამ შეასრულა სამუშაო, რომელიც ჩაიბარა მერიის რამდენიმე სამსახურმა და რაც მთავარია, საექსპერტო ბიურომ. მაშინ, ვინმე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ფურცხვანიძემ ჩაბარების სანაცვლოდ ფული გადაიხადა, რაც არარეალურია, რადგან მას ფული უნდა გადაეხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის, ქონების მართვის სამსახურისთვის, საექსპერტო ბიუროსთვის… კონკრეტული სამსახურები დაასაბუთებენ, რომ ჩაბარების პროცესში ყველაფერი რიგზე იყო. ჩაბარება კი ტრაგედიამდე ორი დღით ადრე მოხდა…

მეორეს მხრივ, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, შესაძლოა საერთოდ არავინ დაისაჯოს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას საქართველოში გადაჩვეულები ვართ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და აქ სადაო საკითხია, უნდა დადგეს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ადამიანურად, მორალურად, გასაგებია, მაგრამ როდის იყო, მორალი და ადამიანობას ქართულ პოლიტიკასთან კვეთაში იყო…

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved