• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-მ ჩინეთს ვირუსის ვაქცინაც გადასცა და ასე ამარცხებენ, ეს “პიდაგლაზები” ასე მოულოდნელად კორონას”

ალია ავტორი - ალია
17:32 04-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

სამოქალაქო აქტივისტი, დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გნებავთ, გოიმად ჩამთვალეთ და გნებავთ, პირველი მაისის რაიკომის პარტიულ ინსტრუქტორად, მაგრამ ერთი რაიმე უნდა ვთქვა:
ეს ყველაფერი, რაც გვჭირს, უდიდესი ფულის ბრალია, დღეს რომ მსოფლიოში ტრიალებს – მილიონერები ლამის “მოწყვლად” (გადასარევი ტერმინია) ფენად ითვლება – მილიარდერი უნდა იყო; მთავრობები ტრილიონს ხარჯავენ ვირუსის დასამარცხებლად (ყველგანაა ბიუჯეტის მჭამელი); ფეხბურთელებში 200 მილიონს იხდიან; უილ სმიტის დონის, დეგენერატ მსახიობებს, რომელსაც სპარსელების “მასოვკაშიც” არ ათამაშებდა მიხეილ ჭიაურელი (“გიორგი სააკაძე”), მილიარდებს უხდიან, რადგან კარგად აპიარებს საკუთარ თავს; იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობა მცირე ბიზნესად ითვლება, თუმცა არც ესკობარის “ბალეშიკი” ვყოფილვარ; კუპიურები აღარ აკმაყოფილებთ და ბიტკოინები მოიგონეს – “სემიჩკას” როგორ იყიდიან, მაგ ბიტკოინებით, ეგ მაინტერესებს…


აბსოლუტურ სიმართლეს ჰგავს, რომ ამერიკის მთავრობას თურმე კარგა ხანია აქვს ეს დამპალი ვირუსი და სავარაუდოდ, მის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებას გეგმავდა. გამოძიება მიმდინარეობს, პენტაგონის თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც “კორონას” ვირუსი გადასცა უჰანს, რაშიც დიდი ფული აიღო.


სინამდვილეში კი, პენტაგონის ის თანამშრომელი, მხოლოდ თამაშობს “მოღალატის” როლს, რადგან ლოგიკურად რომ შევხედოთ, ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ამ ვირუსის ჩინეთში შეტანა აწყობდა, მხოლოდ აშშ-ა. მოტივი კი, მისი გამოცდაა. მის გამოსაცდელად კი, ჩინეთზე კარგი ვარიანტი არ არსებობს. სავარაუდოდ, აშშ-მ ჩინეთს ვირუსის ვაქცინაც გადასცა და იმიტომაც ამარცხებენ, ეს “პიზდაგლაზები”, ასე მოულოდნელად, “კორონას”.


სისულელეა, რომ თითქოს ჩინეთმა უპრეცედენტოდ მკაცრი და გაეროს კონვენციებთან შეუთავსებელი (მოგიტყანთ კონვენციები) სისასტიკის ფასად მიაღწია ვირუსის დამარცხებას, რადგან ის ასიათასობით დაავადებულიც “უპრეცედენტო” სიმკაცრემ გამოაჯანმრთელა?!


აქ კი, უკვე, ფულია ჩართული და არამარტო ქაღალდის – არავინ იცის, რა გარიგების ფასად მოხდა ეს აშშ-სა და ჩინეთს შორის.


იმიტომაა, ჯერჯერობით, რუსეთი რომ არ აქტიურობს ამ უბედურებასთან ბრძოლაში – არ სურს იდიოტის პოზიციაში აღმოჩნდეს, სხვებივით. ჯერ გაარკვევს, რა მოხდა, რეალურად (დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აუცილებლად გაარკვევს) და მერე მიიღებს ზომებს, რაც შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს აშშ-ს, ჩინეთს და ზოგადად, მსოფლიოს.


იმიტომაც იყო, დიდი ბრიტანეთი ფეხებზე რომ იკიდებდა, თავიდან, “კორონას” და პრემიერშიფის ტურები გამართა გაგანია ვირუსობისას – იცოდა, აშშ-ს აფიორის შესახებ და არასერიოზულად ჩათვალა ატეხილი აურზაური – არ არსებობს, აშშ-ს ამხელა ამბავი დიდი ბრიტანეთის ზურგს უკან გაეკეთებინა.


არასოდეს მიზრუნია საკუთარ იმიჯზე – რაც “გოგრაში” მომივა, ვამბობ. ჰოდა, ვიტყვი, რომ უკვე დიდი ხანია, ვატყობ უდიდეს სიყალბეს, რომელიც დედამიწის ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს – სრული სიყალბეა, დაუნის სინდრომიან ბავშვებზე და შშმ პირებზე ვითომ ზრუნვის აგიტაცია, რადგან რომან გოცირიძის მიერ, ხელებზე წამოცმული ფერადი “ნასკები”, ვერავის დაეხმარება; სრული ტყუილია, გაეროს რეზოლუციები, საომარი მოქმედებების შესახებ, რადგან ყველაზე მკაცრი და უკიდურესი ზომა, რაც რეალურად შეუძლიათ მიიღონ, იმ თავის ფარატინა რეზოლუციებში “შეშფოთების” დაფიქსირებაა; აბსოლუტური სიბრიყვეა, გაეროს და ნატოს ეგიდით, ვითომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ჯარისკაცების მსხვერპლშეწირვა, რადგან არავინ ითვალისწინებს საქართველოსხელა ქვეყნის ინტერესებს, როდესაც გაცილებით დიდი ინტერესი – ტერიტორიების გადანაწილება და უდიდესი ფული დევს სასწორზე; სრული სიყალბეა ვენეციის კომისიის დასკვნები, ქართული კონსტიტუციის შესახებ, რადგან “პა ბალშომუ”, ის ვენეციის კომისიის წევრები, საკუთარ, მილიონიან ხელფასებზე ზრუნავენ და სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ, საქართველოში საპარლამენტო მმართველობა იქნება, თუ საერთოდ უპარლამენტო, თორემ როგორ შეიძლება, თანაბრად მოგწონდეს შევარდნაძისდროინდელი, მიშასდროინდელი და დღევანდელი კონსტიტუციები?!


მაპატიეთ და აღარ განვაგრძობ ამ გრძელ სიას, რომელსაც, რომ მოინდომოთ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუმატებთ თითო შტრიხს, მაგრამ მთავარი ამ უდიდესი სიყალბეებისა არის რეკლამა და პიარი, რომელშიც ყველაზე დიდი ფული იხარჯება, დღეს, რომელსაც მილიონჯერ მეტი მოგება მოაქვს, ქვეყნებისთვის, თუ საერთაშორისო კორპორაციებისთვის და რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან – კარგი რეკლამა გქონდეს და ვირის განავალს გაასაღებ, შინდის ჯემად.


ამიტომ, ხშირად მითქვამს და ვიმეორებ – უნდა დავიკიდოთ გლობალური, მსოფლიო პოლიტიკა და ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეთ, ყველგან და ყველასთან ურთიერთობისას.


ამის ნათელი და უშესანიშნავესი მაგალითია, ქართველი ექიმების და ქართული სახელმწიფოს სწორი პოზიცია “კორონასთან” ბრძოლაში, როდესც ნელ-ნელა, მეთოდურად, საერთაშორისო ორგანიზაციების დაუხმარებლად და მათი მონაჩმახის გაუთვალისწინებლად, ახერხებს იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე…
“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved