• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ინფიცირებული გარდაცვლილის ქმარია, მეორემ 13 მარტს გადმოკვეთა საზღვარი”

ალია ავტორი - ალია
17:25 04-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ქვემო ქართლში, ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ორი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა, ერთი ბოლნისში და მეორე მარნეულში. ქვემო ბოლნისის კლასტერი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს უკავშირდება და ეს ადამიანი მისი 87 წლის მეუღლეა, მას დაუდასტურდა კორონავირუსის ფაქტი და გადაყვანილია თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში. ეს ცნობილი კლასტერია. აღნიშნულ მამაკაცსაც ქორნიკული დაავადებები აქვს და როგორც ვიცი, მარტივი მდგომარეობა არ არის.

რაც შეეხება მარნეულის ფაქტს, მარნეულში აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია კირაჩმუღანლო და იქიდან ერთ-ერთ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ მან დაახლოებით, 13 მარტს გადმოკვეთა საზღვარი. მასთან კონტაქტების დადგენა ამ წუთამდე გრძელდება, უკვე 25 ადამიანი, ვინც სავარაუდოდ, მასთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო, მკაცრ თვითიზოლაციაშია. აქამდე მხარეში 21 დადასტურებული ფაქტი იყო და 23 გახდა. რაც შეეხება რუსთავს, სტატისტიკა უცვლელია. ასევე მქონდა კომუნიკაცია, ვინც თვითიზოლაციაშია და ნაწილობრივ მათთანაც, ვინც დადასტურებული ფაქტით მკურნალობს. მკურნალობა ნორმალური დინამიკით მიდის, კარანტინში მყოფთათვის მე-12 დღეა და დაავადების არავითარი სიმპტომი არ არის.

მარნეულის პირველ დადასტურებულ ფაქტთან კომუნიკაციაში 80 ოჯახი იყო, რომელთა ხელახალი თერმოსკრინინგიც დღეს დაიწყო, ხვალ დაიწყება ქვემო ბოლნისში, 10 აპრილს კი განმეორებითი თერმოსკრინინგი დანარჩენ ტერიტორიაზე დაიწყება. ბუნებრივია, გარკვეული პიკური პერიოდი იწყება. ჩვენ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე მხარეში 9 ჰოსპიტალური ტიპის დაწესებულება გვაქვს, მათგან ერთი ბავშვთა საავადმყოფოა, სულ 487 საწოლია, 98 ცხელების ნიშნებით გათვალისწინებული საწოლი გვაქვს, 60 სასუნთქი აპარატი, 68 ბოქსირებული პალატა, ეს ყველაფერი რუსთავში, ბოლნისში და მარნეულშია. საჭიროება არ იყოს, თორემ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved