• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მინდა დავბრუნდე და ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ მიმიღეს?” – რატომ არ დაასაქმა ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ხაშურის მერიამ?

ალია ავტორი - ალია
00:07 10-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,335

ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინიძე:

რა ხანია საჯაროდ მინდა მოვიკითხო თუ ვთქვა იმ გაუგებრობის შესახებ, რაც ბოლო თვეებში ჩემს თავს მოხდა თუ ხდება.

19 მარტს დავწერე ის პოსტი, სადაც ყველას გამცნეთ არიქა და ორი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ხელს ნუ შემიშლით, პირიქით, მომეხმარეთ-მეთქი.

მაშინ ბევრმა უკვე იცოდა ჩემი განზრახვა, ზოგმა უბრალო გულწრფელობით მისურვა წარმატებები, მაგრამ არ იცით შედეგი, რა გზა განვლო ჩემმა ,,დაბრუნებამ” და სად ვარ და რას ვაკეთებ ახლა.

2022 წლის 17 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენადან გავაგზავნე სივი, სამოტივაციო, განვითარების ხედვა და სხვა დოკუმენტები ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე. საქმე ეხებოდა ჩემს სურვილს, დამეკავებინა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის ვაკანტური პოსტი (ხელფასი ამ პოზიციის 600-700 ლარი).

5 მარტს ჩავფრინდი საქართველოში და უარი ვთქვი რამდენიმე ასევე კარგ და ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე სამუზეუმო, თუ საბიბლიოთეკო მიმართულებით მხოლოდ იმ იმედით, რომ დიდი იმედი მქონდა (და მაქვს) ევროპიდან ახლახანს დაბრუნებულ ახალგაზრდას, შესაბამისი სამსახურეობრივი გამოცდილებით, კვალიფიკაციით აუცილებლად შემიწყობდნენ ხელს და არა მხოლოდ საქართველოში, მის ამ პატარა ქალაქ ხაშურში (პირდაპირ ვენიდან) 27 წლის ახალგაზრდას მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას მომცემდნენ.

რა საბუთები გავაგზავნე?

გავაგზავნე 10-მდე რეკომენდაცია-წერილი საქართველოს წამყვანი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო, საეპარქიო და სხვა დაწესებულებებისგან, რომელთა ხელმძღვანელი პირებიც პირადად მიცნობდნენ და პირადი ურთიერთობების საფუძველზე მაფასებდნენ (ამ ადამიანებს აქ არ დავასახელებ, თუ სურვილი აქვთ თავად იტყვიან სათქმელს, უდიდესი მადლობა მათ).

ამავე წლის აპრილის დასაწყისში, უკვე საქართველოში მყოფი შევხვდი ხაშურის მერს და პირადად გავაცანი თავი, ჩემი ხედვა და მიზანი.

არანაირი პასუხი.
ხაშურის საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, თითქმის სრულმა უმრავლესობამ იცოდა და იცის ჩემი განზრახვის შესახებ. მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ დროის განმავლობაში, ამავე საზოგადოებაში შედის ხაშურის ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.

ამ დროის განვალობაში, ხაშურში მყოფი, ამ სამსახურის მომლოდინემ, სრულიად უანგაროდ მაინც ჩავატარე კონფერენცია, გამოფენა და სხვა აქტივობები. ვეცადე ჩემი წვლილი რიგითი მოქალაქის პოზიციიდან შემეტანა რეგიონის განვითარების საკითხში, რადგან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყნის წინსვლა ვერ იქნება, თუ მუნიციპალიტეტები, მისი საზოგადოება არ გაძლიერდება და არ შექმნის ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.

ამიტომ ვიყავი მზად მემუშავა ხაშურში და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გამეტარებინა ამ დიდი მისიის განხორციელებაში.

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები … არანაირი პასუხი ,,შვებულებაშია, დაბრძანდით, დაელოდეთ” რეზო ჭეიშვილის არ იყოს… ამდენი ხანია ველოდი და ველი…

ის დანაზოგი, რაც ამ სამსახურის ლოდინისთვის მქონდა გადადებული ნელ-ნელა იწურებოდა, ისევე როგორც ჩემი გამძლეობა, გულის ტკენა და იმედგაცრუება, რომ ევროპიდან დაბრუნებული რიგითი ახალგაზრდა, დიდი მიზნებით და იმედებით, აქ არავის სჭირდება და ის იძულებულია ისევ წავიდეს…

ისევ წასვლა, უკვე მეორე ემიგრაცია გახდა ჩემი საფიქრალი და ამ ლოდინიდან 7 თვის შემდეგ წამოვედი.

გერმანიის დედაქალაქმა, ბერლინმა მიმიღო… აქ ვსწავლობ და ვმუშაობ, მაგრამ ჩემი გონება ისევ იქაა, რომ ისევ შემიძლია დაბრუნება და როცა დავბრუნდები, უკეთესი საქართველო იქნება.

ამ ჩემი ისტორიიდან, რომელიმე თქვენგანს აქვს იმის განცდა, რომ მე უკეთეს საქართველოში ჩამოვედი?
სადაა ჩემი სამშობლო, რისთვის ვისწავლე, რისთვის ვაკეთე და რისთვის მჯეროდა ჩემი მიზნების, თუ ასე გამომაგდებდნენ ჩემი ქვეყნიდან, ჩემი ქალაქიდან…

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა დავბრუნდე და ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ მიმიღეს?

ხვალვე დავბრუნდები, ერთხელ კი არა ათასჯერ დავბრუნდები, მაგრამ სად? დამიძახა ვინმემ?

უნდა იბრძოლოო, ითქვა ესეც. ვის ვებრძოლო, რომელი პარტია ღირს ამ ბრძოლად, როცა სამოქალაქო საზოგადოება არაა ღირსეულ პოზიციაზე…

არ მინდა ამის მკითხველს თავი მოვაბეზრო. მინდა უბრალოდ ეს პოსტი წაიკითხოს მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ნებისმიერმა თქვენგანმა და პასუხი გამცეს, რატომ არ მიღებს ჩემი ქვეყანა და სადაა სამართალი?

მე ისევ მზად ვარ დავბრუნდე, მე ისევ უიმედოდ მჯერა რომ ჩვენს ქვეყანაში საქმის კეთებას შევძლებთ!

თეგები: გიორგი ჩუბინიძეხაშურის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved