• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმებაში ცვლილებები შევა – ინალ არძინბა

ალია ავტორი - ალია
20:49 10-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, ბიჭვინთის “სახელმწიფო აგარაკის” გადაცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარესთან მივიდნენ პრინციპულობის გაგებამდე, რომ შეთანხმების ტექსტში ასახული უნდა იყოს ობიექტის მესამე პირთათვის გადაცემის შეუძლებლობა.

“ამ თემაზე სახელმწიფოს მეთაურისთვის ანგარიშს ვამზადებ. მედიას დროულად შევატყობინებთ.  რუსეთის დაცვის სამსახურის გარდა სხვა ვინმესთვის ობიექტის გადაცემაზე საუბარი ჭორებია. მან კომენტარი გააკეთა ბატალიონი პიატნაშკას მეთაურის, ახრა ავიძბას სიტყვებზეც.

ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მრცხვენია. ვინც ჭორებს ავრცელებს, საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს”. – თქვა არძინბამ ავიძბასთან დაკავშირებით. ”

აქამდე, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაურმა, ახრა ავიძბამ თქვა, რომ ის და მისი ბატალიონი რუსეთისთვის “სახელმწიფო აგარაკის” გადაცემას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძოლებენ, ხოლო ვინც შეთანხმებას მხარს დაუჭერს, მტრებად ჩათვლიან. ავიძბას თქმით, მის მებრძოლებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ “არავის არაფერი უნდა აჩუქონ”.

ბოლო პერიოდია რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილებაა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით.  საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა ამაზე.

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა. რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

გასულ თვეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

თეგები: ბიჭვინთაინალ არძინბა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved