• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი კარგი შვილი, მინდოდა კარგად დარჩენილიყო და გავუძახე უკან, სტრასბურგში” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:03 10-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
382

“ტაბულას” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“გიგაზე ქორწინება რომ გადავწყვიტე, სტრასბურგში ვცხოვრობდი.
კატოც იქ სწავლობდა ცხადია.
რადგან საქართველოში გადმოვდიოდი (სამსახურიდან მისიით წამოვედი), კატოც თან წამოვიყვანე იქაური სკოლიდან და აქაურ სკოლაში მივიყვანე – 10 წლის იყო.
კატო ძალიან კარგი ბავშვი იყო, საღი, გონიერი, მხიარული და წესიერი.
მაგრამ ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში, კონფლიქტები დაგვეწყო.
მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შესაძლებლობა ყველაფრის მქონდა, რაც კატოს შეიძლება მოსურვებოდა – კარგი ეცვა, კარგს ჭამდა, კარგს სვამდა, კარგით თამაშობდა. მაგრამ არასოდეს ბრენდები, ტელეფონი, მანქანა არ გაურჩევია, ისე იცხოვრა სტრასბურგში 7 წელი, აზრზე არ იყო რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა, ან რა მანქანით დავდიოდი.
ჩამოვედით და ბავშვმა უცებ დამიწყო ლაპარაკი ვის რა ბრენდის ტელეფონი უჭირავს, რა ბრენდის ტანსაცმელი აცვია.
მეთქი კატო, რა გოიმობას სჩადიხარ? ?
კარგი ხარისხის ყველაფერი კარგია, მაგრამ კარგია იქამდე, სანამ შენ მოიხმარ.
თუ თავად გიხმარა, გაფიქრა, გაწვალა და მნიშვნელოვანი თემებიდან დრო წაგართვა – ეგრე არ ვარგა. ეგრე გამოდის, რომ ის გხმარობს.
მოკლედ მიყურა ამ ბავშვმა პირდაღებულმა, მეც მივხვდი რომ სოციუმია ეგეთი და თუ გარიყვა არ უნდა, სოციუმი მისგან ამ თემებზე საუბარს მოითხოვს.
ხოდა ავდექი და გავუძახე უკან, სტრასბურგში.
ჩემი კარგი შვილი, მინდოდა კარგად დარჩენილიყო – შესაძლებლობები ჰქონოდა, მაგრამ შესაძლებლობების მონად არ ქცეულიყო.
ასეც მოხდა.
(მეორე შვილიც ფრანგულ სკოლაში დამყავს ატმოსფეროს გამო – მეშჩანობას არ ახალისებენ იქ).
რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი….
ძალიან ადვილი დასანახია, როგორ ასრიალებს ღარიბ ქვეყანაში ადამიანს ფუფუნებასთან შეხება.
დანიაში ეს ვერ მოხდება. საფრანგეთში ამაზე დაიცინები.
მაგრამ აი საქართველოში შეგიძლია ნახო, ერთ დროს ნორმალური ადამიანი, როგორ გადარია ფუფუნების ნივთებთან, ან ბრენდებთან შეხებამ.
ღარიბები ვართ და იმიტომ.
ამიტომ უნდა გავმდიდრდეთ, როგორც ქვეყანა, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ფუფუნების მონად არ იქცეს და ვერ იყიდონ.
ვაჟა ფშაველა:
ზოგები იმასაც გაიძახიან გაზეთის პირით, რომ: „სიმდიდრეს უფრო ბევრი ადამიანი დაუღუპია, ვიდრე სიღარიბესო“. ეს რომ ნამდვილი იყოს და მართლა სიღარიბე სჯობდეს სიმდიდრეს, ხომ კაცობრიობა სიმდიდრისთვის თავს აღარ აიტკივებდა. პროგრესი სიმდიდრემ დაბადა და პროგრესმა ხომ წინ წამოაყენა იდეა სათნოებისა, ძმობისა, ერთობისა, ერთხმობისა და სიყვარულისა, რაიც არ ძალუძს სიღარიბეს. სიღარიბე განხორციელებული უძლურებაა, გოდებაა, მომასწავებელი ყოველ გვარის უბედურებისა: მონებისა, გინა ავაზაკობისა და სხვა გვარის ბეჩაობისა. ღარიბი ქონებით ერი, უნდა ვიცოდეთ დაჭეშმარიტებით, რომ ყველაფრით ღარიბია და ამიტომ არც არის რაშიმე საიმედო და ხელსაყრელი.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved